მნიშვნელოვანი სიახლეები
ვან გოგის ცარიელი საწოლები

ვან გოგის ცარიელი საწოლები

მიიჩნევენ, რომ ვან გოგი შეშლილი იყო. მაგრამ ასევე მიიჩნევენ, რომ იგი გენიოსიც იყო. მის თანამედროვეებს არც ერთი და არც მეორე არ შეუნიშნავთ. თუმცა მის ქცევებში უცნაური მომენტები კი აღინიშნებოდა.

მან იქირავა ოთხოთახიანი ფლიგელითვეში 15 ფრანკის ფასად (ერთი ფრანკი იმ დროს უდრიდა 50 კაპიკს) და იყიდა 300 ფრანკის ავეჯი. ფულთან უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა ვან გოგს,  რომელიც მუდამ აკლდა: მას თავისუფლად შეეძლო სასტუმროში ავეჯიანი ნომერი ექირავა თვეში ხუთ ფრანკად, მაგრამ მოულოდნელმა მემკვიდრეობამ ოცნების ასრულების საშუალება მისცა. 1888 წლის მაისში ვან გოგმა შეიძინა მცირე სახელოსნო არლიში, სამხრეთ საფრანგეთში, სადაც ის პარიზელ მხატვრებსა და კრიტიკოსებს გაექცა.

undefined

 (1) საწოლი.ვან გოგმა ავეჯი შეიძინა ბიძის მემკვიდრეობით _ 300 ფრანკად, რომელიც თეომ გამოუგზავნა. „ვიყიდე, – წერდა ვან გოგი თეოს (მხატვრის უმცროს ძმას – სტატიის ავტორის შენიშვნა) – არა რკინის საწოლები, არამედ ადგილობრივი ხის, ორსაწოლიანი. ისინი უფრო მყუდრო განწყობის, სიმშვიდის  შთაბეჭდილებას ქმნიან“. შინაური მყუდროების გადმოცემის მიზნით, ვან გოგი ხშირად წარმოიდგენდა შიშველ ქალს საწოლში ან საწოლის გვერდით აკვანს, მაგრამ საბოლოოდ ამ იდეაზე უარი თქვა.

 undefined

(2) ყვითელი ფერი.ვან გოგის შემოქმედების მკვლევარები თვლიან, რომ ის იღებდა ფუტკარას ნაყენს – ეპილეფსიის მკურნალობის ერთ–ერთი საშუალება, რომელიც პაციენტებში იწვევს ფერის აღქმის სერიოზულ ცვლილებას: გარშემო ფერი აღქმება მომწვაო–მოყვითალო ტონებში.

undefinedundefined

(3) წყვილი სკამი.წყვილი საგნები (ორი კარი, ორი ბალიში, ორი პორტრეტი, ორი გრავიურა)ვინსეტისათვის სიმშვიდის, გაწონასწორებულობის სიმბოლო იყო, მარტოსულობის განწყობას აქარწყლებს. საწოლიც ორი იყო ნაყიდი: ვან გოგი ელოდებოდა პოლ გოგენის ვიზიტს, მასთან ერთად ის გეგმავდა მხატვართა საძმო–საამქროს ჩამოყალიბებას. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა: მეგობრები ერთდ ხატავდნენ, ერთად დადიოდნენ კაფეში და ბორდელში, მაგრამ მალე კონფლიქტმა იჩინა თავი. გაუთავებელი კამათი გადადიოდა ვან გოგის ნამდვილ ისტერიკაში, რომელიც აცნობიერებდა რომ მისი ოცნება ძმობაზე უტოპია იყო.

undefined

(4) ვან გოგის სიტყვებით, დახურულიდარაბები მასში იწვევდა დაცულობის განცდას. ის იშვიათად აღებდა მათ.

undefined

(5) პირსაბანი მოწყობილობის პატარა მაგიდა მხატვრისთვის სიმბოლიზირდება ჯანსაღ და მარტივ ცხოვრების წესთან.

undefined

(6) სურათები კედელზე.ეს თვით ვან გოგის ნახატებია. შორეულ კედელზე მოჩანს „კაჭარი და მუხა“ (დაცულია ჰიუსტონის სახვით ხელოვნების მუზეუმში). მარჯვენა კედელზე ჩანს ვან გოგის მეგობრების ორი პორტრეტი: ადგილობრივი მხატვარი ეჟენ ბოში (საფრანგეთი, დორსეს მუზეუმი) და პოლ–ეჟენ მილე – ზუავის პოლკის ლეიტენანტი  (ჰოლანდია, კროლერ– მიულერის მუზეუმი). მის ქვემოთ ორი იაპონური გრავიურაა. ვან გოგი ამ პერიოდში გატაცებული იყო იაპონური ხელოვნებით.

(7) მსხვილი მონასმი (იმპასტო). „ჩემს მონასმებში სისტემა არ არის, – წერდა ვან გოგი – მე ვდებ მონასმებს ტილოში ფუნჯის არათანაბარი დარტყმებით  და ვტოვებ ისე, როგორც არის. ალაგ–ალაგ ჩანს  პასტოზურობა, ხოლო აქა–იქ – თითქოს მოუხატავიაო, არის დაუმთავრებელი ადგილი, შესწორებების კვალი,  უხეშობა, მაგრამ შედეგად გამოდის ბევრად მღელვარე შთაბეჭდილება...რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს წყენა ადამიანებში, რომლებსაც საკმაოდ დიდი წარმოდგენა აქვთ მხატვრულ ტექნიკაზე.“  ნახატში შუქ–ჩრდილი არ არის, ხოლო „ფერი დადებულია ბრტყლად, როგორც იაპონურ გრავიურებში“ – წერილში უამბობდა ვან გოგი თეოს.
undefined
(8) სურათის მრუდე ხაზები. ხელოვნებათმცოდნერონალდ პიკვანსი ვარაუდობს, რომ ძველი ფლიგელის კედლები პირდაპირ მიემართებოდა კუთხისკენ, ამასთან სიძველისგან გადაღრეცილი იყო.

undefined

(9) სარკე. ვან გოგმა იგი სპეციალურად იყიდა, რათა ავტოპორტრეტები ეხატა.მას ცოტა თუ უჯდებოდა დასახატავად: ადგილობრივ მაცხოვრებლებს მისი ნამუშევრები არ მოსწონდათ, რადგან შეიძლებოდა სასაცილოდ გამოჩენილიყვნენ. ცნობილი „ავტოპორტრეტი ჩიბუხით“, სადაც მხატვარი მოჭრილი ყურითაა, მან დახატა სწორედ ამ სარკის მეშვეობით.

undefined

(10) წითელი  საბანი.მასში გაეხვევა გაშეშებული ვან გოგი, როცა 1888 წლის 23 დეკემბერს დილით იპოვიან მოჭრილი ყურით. ეს იყო მისი პირველიფსიქოპათური შეტევა. ვინსენტი სულიერად დაავადებულთა კლინიკაში მოხვდება და იქიდან მოყოლებული ვეღარ შესძლებს ნაქირავებ ბინაში ბედნიერად ცხოვრებას.