მნიშვნელოვანი სიახლეები
ვან გოგის მუზეუმის განცხადებით ახალი ნახატები, რომლებსაც მხატვარს მიაწერენ - იმიტაციაა

ვან გოგის მუზეუმის განცხადებით ახალი ნახატები, რომლებსაც მხატვარს მიაწერენ - იმიტაციაა

ადრე გამოუქვეყნებული ნახატები, რომლებსაც ვინსენტ ვან გოგს მიაკუთვნებდნენ, მხატვრის ჰოლანდიური მუზეუმის წამომადგენლების განცხადებით იმიტაციებს წარმოადგენენ.

 ექსპერტებმა 65 ნახატის 56 ფოტო შეისწავლეს, რომლებიც ვან გოგის შესახებ ახალ წიგნში იქნებიან შეტანილები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი  ვან გოგს არ ეკუთვნიან.

მიუხედავად ამისა საგამომცემლო სახლი Le Seuil დაბეჯითებით ადასტურებს, რომ ნამუშევრების ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს.

წიგნი სახელწოდებით „ვინსენტ ვან გოგი, არლის ნისლი: ნაპოვნი ბლოკნოტი“ ხელოვნებათმცოდნე ბოგომილა უელშ-ოვაროვამ დაწერა. ვან გოგის შემოქმედება მისი სპეციალიზაციაა.

 წიგნში იგი ამტკიცებს, რომ ნახატები არლის სასტუმროს საბუღალტრო წიგნში იყო ჩახატული. არლის სასტუმროში მხატვარი 1888 წელს ცხოვრობდა.

ვან გოგის მუზეუმის დირექტორმა აქსელ რიუგერმა განაცხადა, რომ მან წიგნის გამომცემლებს ნახატების შესახებ მუზეუმის აზრი შეატყობინა. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა: „ეს მისი ავტორის პოზიციაა. მასაც აქვს გამოცდილება და ცოდნა. მაგრამ ჩვენ ჩვენს აზრზე ვრჩებით“.

ბოგომილა უელშ-ოვჩაროვა ვან გოგის რამდენიმე გამოფენის მოწყობით იყო დაკავებული, მათ შორისაა პარიზის ორსის მუზეუმში მოწყობილი გამოფენა.

ვან გოგის მუზეუმის მკვლევარები, რომლებიც მსოფლიოში მხატვრის შემოქმედების საუკეთესო სპეციალისტებად ითვლებიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნახატების სტილი იმ პერიოდის მხატვრის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელი არაა, ხოლო თავად ნახატები მონოტონური და პრიმიტიულებია.

ექსპერტების აზრით მეორე მტკიცებულებას წარმოადგენს ყავისფერი ტონალობის მელანი, რომლითაც საბუღალტრო წიგნში ნახატებია შესრულებული. იმ პერიოდის ვან გოგისათვის ეს ფერი დამახასიათებელი არაა.

ამას გარდა, ნახატების ავტორი კარგად არ იცნობდა იმ ადგილებს, რომელთა ჩანახატებიც გააკეთა. არც ესაა ვანგოგისათვის დამახასიათებელი.

მაგრამ წიგნის რედაქტორის ბერნარ კომანის განცხადებით, ნახატები ვან გოგის შესრულებულია. მისი თქმით ვან გოგის მუზეუმის სპეციალისტები ადრეც ცდებოდნენ და არა ვან გოგისეულად მიაჩნდათ ნამუშევრები, რომლებიც შემდგომში მხატვრის შემოქმედებად აღიარეს.

 საგამომცემლო სახლი Le Seuil ამტკიცებს, რომ საბუღალტრო წიგნი საფრანგეთის სამხრეთში, არლში, სასტუმრო Cafe de la Gare-ის არქივში აღმოაჩინეს. ამ სასტუმროში ვან გოგი მთელი წელი ცხოვრობდა და მუშაობდა.