მნიშვნელოვანი სიახლეები
ვენაში 11 წლის ბრიტანელი გოგონას ახალი ოპერის პრემიერა შედგა

ვენაში 11 წლის ბრიტანელი გოგონას ახალი ოპერის პრემიერა შედგა

ვენაში 11 წლის მუსიკოსი გოგონას ახალი ოპერის ევროპული პრემიერა გაიმართა. ალმა დოიჩერის ოპერა „კონკია“ იმავე სახელწოდების ზღაპრის მიხედვით დაიწერა. ალმას ინტერპრეტაციაში მთავარი გმირი კომპოზიტორი ხდება, ხოლო ბოროტი დედინაცვალი -საოპერო რეჟისორი. პრინცი კონკიას ქოშით კი არა, არამედ დაწერილი მელოდიით ეძებს.

ალმამ სამი წლის ასაკში დაიწყო ვიოლინოს დაკვრა, ოთხი წლისა ფორტეპიანოზე იმპროვიზაციებს აკეთებდა, ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ საკუთარ კომპოზიციებს წერდა.

სახლში ალმა სხვა ბავშვებს ჰგავს იმ განსხვავებით, რომ მისი საუკეთესო გართობა მუსიკაა.

„იყო მხოლოდ ერთი მოცარტი, -ამბობს ალმა. - მე მირჩევნია ვიყო პირველი ალმა ვიდრე, მეორე მოცარტი“.