მნიშვნელოვანი სიახლეები
ვენერას უდიდესი სათნოება

ვენერას უდიდესი სათნოება

სანდრო ბოტიჩელის სურათი „გაზაფხული“ წარმოადგენდა ლორენცო მედიჩის ბიძაშვილის, ლორენცო დი პიერფრანჩესკო მედიჩისსაქორწინო საჩუქარს. იგი აპირებდა სემირამიდაზე დაქორწინებას – აპიანის დიდგავაროვანი ოჯახის  შვილზე. „გაზაფხული: უნდა დაკიდებულიყო საძინებელში. სურათი სინამდვილეში არა მხოლოდ გაზაფხულზე და სიყვარულზეა, არამედ თავისებური ილუსტრაციაა იმ რჩევა–დარიგებისა, რომელიც ლორენცოსთვის შეადგინა ცნობილმა ფილოსოფოსმა მარსილიო ფიჩინომ. მასში  ის ახალგაზრდა კაცს მოუწოდებს ყურადღება მიაპყროს Humanitas («ჰუმანურობას», «ადამიანურობას»), როგორც უმაღლეს სათნოებას.

ფიჩინო კი ჰუმანურობის განსახიერებად თვლიდა ქალღმერთ ვენერას. „უნდა მიმართოთ ყურადღება ვენერას, – წერდა მარსილიო, –ეს თქვენ შეგახსენებთ იმას, რომ ჩვენ დედამიწაზე არ ვფლობთ იმაზე მეტ დიდ უნარს, როგორსაც ჰუმანურობას. იყავით ფრთხილად და მისი უპატივცემულობა არ ღირს.“  სურათი დიდი ხნის მანძილზე ეკიდა მედიჩის მამულში ფლორენციაში. შემდეგ 1815 წელს ის მოხვდა გალარეა უფიციში. დიდხანს არ იყო გამოფენილი და მხოლოდ 1919 წლიდან, როცა ერთ–ერთმა ხელოვნებათმცოდნემ, ჯოვანი ტუჩიმ, ყურადღება მიაქცია, იგი გამოფენის მთავარი მარგალიტი გახდა.

undefined

1. ვენერა. სიყვარულის ქალღმერთი დგას ფორთოხლის ხეებს შორის (ფორთოხალი –  უმანკოების სიმბოლოა),  მურტისა და ლავრას თაღის ქვეშ, მარჯვენა ხელი  კურთხევის ჟესტით აქვს გამოსახული. მას თავზე გათხოვილი ქალის ფატა ახურავს (ქორწინების თემის ალუზია).

 undefined

2. სამი გრაცია. ისინი ვენერას თანამგზავრები არიან. ფიჩნო მათ უწოდებს: გრძნობას, ინტელექტსა და ნებისყოფას.„და რამდენადაც, — წერს იგი, — გრძნობა არ წარმოადგენს სააზროვნო აქტს, ერთ–ერთი გრაცია გამოსახულია  სახით ჩვენსკენ, თითქოს წინ მოიწევს და არ აპირებსუკან მიტრიალებას; ხოლო ორი, რადგანაც ისინი წარმოადგენენ ინტელექტსა და ნებისყოფას, რომლისთვისაც დამახასიათებელია აზროვნება, გამოსახული არიან უკან მიბრუნებულები, თითქოს მათ აქვთ უკან მისაბრუნებელი საქმე“. 

undefined
3. მერკური. ღმერთების შიკრიკი გამოსხულია ფრთიან სანდლებში. ის იყო ნიმფა მაიას შვილი, რომლის საპატივცემულოდ გაზაფხულის თვეს უწოდეს მაისი ლათინურ ენაში. სწორედ მაისში შედგა ლორენცო დი პიერფრანჩესკოს ქორწილი.  კადუცეის (კვერთხი, რომელზეც შემოხვეულია ორი ფრთიანი გველი) ის ფანტავს ღრუბლებს, რათა ვენერას ბაღის საგაზაფხულო განწყობა არ ჩამუქდეს.ითვლება, რომ მერკურის სახეში ბოტიჩელიმ გამოსახა ლორენცო მედიჩი, სურათის შემკვეთი. 

undefined
4. ზეფირი და ნიმფა ქლორიდა.  იგი წარმოადგენს ოვიდიუსის პოემის „ფესტივალების“ ილუსტრაციას – დასავლეთის ქარი ზეფირი გამოეკიდება ქლორიდას და დაიპყრობს მას. ქორწინების შემდეგ ქლორიდა (პირიდან მოუჩანს გველის სურო – ერთგული სიყვარულის სიმბოლო)გარდაიქმნა გაზაფხულისა და ყვავილების ქალღმერთად, რომელიც ბოტიჩელიმ იქვე გამოსახა,  ერთდროულობის მეთოდის გამოყენებით – ერთიდა იგივე  გამოსახულების თანამიმდევრული გამოსახვით ჰყვება ისტორიას. 

undefined
5. გაზაფხული. მას შეეხება ოვიდიუსის სიტყვები „ფესტივალიდან“: „გაზაფხული – წლის საუკეთესო დროა, ყველა ხე მწვანობს, მთლიანად მიწა მწვანედ იღებება. ხეხილის ბაღი ყვავილებს დაუფარავს ...“  ბოტიჩელის სურათში გაზაფხული ვარდებს ისვრის, როგორც ეს მიღებული იყო მდიდარ ფლორენციელთა ქორწილებში. მისი კაბა შეკერილია წითელი და ლურჯი ფერის ღიღილოებით – ალერსიანობისა და  გულთბილობის სიმბოლოები. ვენერას ყელზე ასევე ჩანს მცენარეებისგან დაწნული ყელსაბამი: მარწყვი სინაზის გამოხატულებაა, გვირილა –ერთგულების, ხოლო ბაია – სიმდიდრის. 

undefined
6. ამური. სიყვარულის ქალღღმერთის თანხმლები. ის თვალებახვეულია (სიყვარული ბრმაა)და ისვრის ცეცხლოვან ისარს ერთ–ერთი გრაციის მიმართულებით. შესაძლებელია, რომ ბოტიჩელიმ კუპიდონის სახეში თავისი თავი გამოსახა.