მნიშვნელოვანი სიახლეები
ვინ იყო ბეთმენამდე: ანტიკური ხანის სუპერგმირები

ვინ იყო ბეთმენამდე: ანტიკური ხანის სუპერგმირები

ჩვენს დროში კინოთეატრებში ერთი მეორეს მიყოლებით ატრიალებენ ფილმებს სუპერგმირების შესახებ, რომლებიც მამაცურად დგანან  სიკეთის სადარაჯოზე. ეს ზღაპრები ახალი სრულებითაც არ არის – მათ თავიანთი ფესვები ანტიკურ ხანაში აქვთ გადგმული.

მაინც რატომ იღებენ ამდენ ფილმებს სუპერგმირებზე? იმიტომ, რომ კინოსტუდიებმა იციან: მაყურებელი მაინც წავა ასეთი ფილმის სანახავად, თუნდაც გმირებად ენოტი და ხის ნაჭერი იყოს.

მაინც რატომ გვიტაცებს ასე ძლიერად ისტორია სუპერგმირებზე და როდიდან დაიწყო ეს პროცესი?

 მეორე კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო ადვილია ვიდრე პირველზე. სუპერგმირები არსებობენ იმ დროიდან, როცა ადამიანებს ჯერ დამწერლობაც კი არ ჰქონდათ. ისინი ყველა ცნობილ კულტურებში გვხვდება.

 ფინმა, კუმალას ვაჟმა ჩრდილო ირლანდიის სანაპიროზე გიგანტების გზა გაიყვანა. გილგამეშმა დაამარცხა ჰუმბაბუ მესოპოტამიაში. ინდოეთში რამა გააძევეს აიოდჰიადან , ხოლო ბეოვულფმა სკანდინავიაში გრენდელი და მისი დედა მოკლა.

და ეს ძველი ბერძნების გარეშე, რომელთა გმირების პანთეონი Marvel–ისდა DC–ის კომიქსების სრულ ნაკრებსაც კი გაეჯიბრება.

სუპერგმირების შესახებ რაიმე წესი არ არსებობს. სუპერმენი – უცხოპლანეტელია, მაგრამ თითქმის ორი ათასი წლის წინათ მის გამოჩენამდე ძველი ბერძენი სატირიკოსი ლუკიანე სამოსატელი თავის „ჭეშმარიტ ისტორიაში“ წერდა არამიწიერ არმიებზე, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ.

ადამიან–ობობას რადიოაქტიულმა ობობამ უკბინა, ხოლო ბრიუ ბენნერი, იგივე ჰალკი გამა–რადიაციით დაასხივეს – სხვა სიტყვებით, ისინი სავსებით ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ზეადამიანური შესაძლებლობები მიიღეს.

ძველი მითების ავტორებიც იყენებდნენ მსგავს ილეთს, ოღონდ მეცნიერული ახსნის მაგივრად გმირის ნახევრად ღვთიურ წარმოშობაზე მიუთითებდნენ: მაგალითად პერსევსის მამა ზევსი იყო. ქალი–საოცრება (როგორც იპოლიტა და პენტისილეა მანამდე) – ამაძონები იყვნენ, ანუ ნახევრად ღვთიური არსებები.

 ბრიუს უეინის (ბეთმენი) და ტონი სტარკის (რკინის ადამიანი) სუპერ შესაძლებლობები მათ განუსაზღვრელ ფულად სახსრებს ეფუძნებოდა და აგამემნონიც კი, ყველაზე არაგმირული ბერძენი გმირი ტროას ომის დროს ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ალაფი ჩაეგდო ხელში: ფული – ეს ძალაა.

 მაგრამ ყველაზე საყვარელი სუპერგმირები ეს შევარდენის თვალი და მწვანე ისარია, რომელთა ტალანტი მხოლოდ „მშვილდისრის განსაკუთრებულად ოსტატურ ხმარებას ეფუძნება“.

 ამით ისინი ანტიკური გმირებიდან ყველაზე მოხერხებულს – ოდისევსს ჰგვანან. თითქმის 20 წლიანი ხეტიალის შემდეგ მშობლიურ ითაკაში დაბრუნებული მან დაამტკიცა, რომ ზუსტად ისაა ოდისევსი: მოჭიმა მაგარი მშვილდი და ისარი 12 ბეჭედში გააძვრინა.

 ყოველ სუპერგმირს თან მოსდევს ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ზეშასაძლებლობების მფლობელი. ბევრ თანამედროვე პერსონაჟის ისტორია ღმერთებისა და გმირების შესახებ მითებიდანაა გადმოწერილი.

ადამიან–ჭიანჭველაშიც კი არაფერი ახალი არაა: ზევსი თავის დროზე ჭიანჭველად გადაიქცა, რათა ანტიკური ხანის ყველა ლამაზმანთან ამა თუ იმ სახით დრო ეტარებინა. ლედას იგი გედის სახით გამოეცხადა, საწყალ ევრიმედუსას კი ჭიანჭველად. მირმიდონელები, აქილევსის მეომრები, ასეთ სახელს ამ კავშირის გამო ატარებდნენ (მირმექსი ბერძნულად ჭიანჭველა). შესაბამისად ისინი ყველანი ადამიანი–ჭიანჭველები იყვნენ.

undefinedundefined 

კომიქსები და კლასიკა

მაშ ასე დავუბრუნდეთ ჩვენს პირველ და ყველაზე ძნელ საკითხს: რა არის განსაკუთრებული სუპერგმირებში, რომ დღემდე ჰყვებიან ზებუნებრივი ძალებით აღჭურვილ ქალებსა და კაცებზე?

ძველი ადამიანებისათვის ღმერთები და გმირები ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი იყო იმას შორის რისი ახსნაც შეიძლებოდა და რისი ახსნაც შეუძლებელი იყო.

 მაგალითად ანტიკური ბერძნები და რომაელები ბერჯერ სესწრებიან მიწისძვრად და იცოდნენ რომ ამ დროს მიწა მოძრაობს, მაგრამ ტექტონიკურ ფილებზე არაფერი არ იცოდნენ. ამიტომ ისინი ასე ფიქრობდნენ: მაგიდა იძვრის თუკი იქვე გვერდზე ვინმე ხის იატაკზე ფეხს დაარტამს. თუკი შენობები იძვრის, ესე იგი ვიღაცამ ძალიან დიდმა და ძლიერმა ახლოს ფეხი დაარტყა. ასე მიიღო პოსეიდონმა თავის ტიტული „ მიწის შემარყეველი“.

თანამედროვე ადამიანისათვის ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ზღვის სიღრმეში ცხოვრობს ყოვლისშემძლე ღმერთი რომელიც თავისი სამკაპათი დედამიწას არყევს, დამაჯერებელი არ იქნება. მაგრამ ძველი ადამიანებისათვის ეს სავსებით დამაკმაყოფილებელი ახსნა იყო.

„ილიადას“, „ოდისეას“ და „ენეიდას“ – ტროას ომის შესახებ ეპიკური პოემების გმირები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ღმერთებთან, რაც მათ ბიოგრაფიებშიც არის ასახული.

აქილევსი – ზღვის ქალღმერთის თეტიდას (მის მიმართ ზევსი გულგრილი არ იყო) შვილია. ენეასი აფროდიტას შვილი იყო, ოდისევსი კი მართალია მოკვდავი ადამიანი იყო, მაგრამ ათენას რჩეული (სამაგიეროდ პოსეიდონს სძულდა).

 ჰომეროსი ოდისევსს „მრავალი ჭკუის პატორნს“  ეძახის, მაგრამ მისი კარგი გეგმები სინამდვილეში ამა თუ იმ ღმერთის მოფიქრებულია: მაგალითისათვის ჰერმესის გარეშე იგი ჯადოქარ ცირცეას ვერ დაამარცხებდა.

რაიმე უმაღლეს ძალასთან კავშირი, რომელსაც ვითარებაზე ზემოქმედება შეუძლია (იქნება ეს ზევსი თუ ორგანიზაცია  S.H.I.L.D. Marvel–ის კომიქსებიდან) – ყველა გმირის მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

 ფილმებში სუპერგმირებზე ეს სტანდარტული სიუჟეტური ხაზია,მაგრამ ვინ მისცა უფლება ბეთმენს გადაწყვიტოს თუ როგორი მარლთმსაჯულება იქნება გოტემში? ის ხომ მხოლოდ ნიღბიანი აქტიცისტია და მეტი არაფერი, რომელმაც საკუთარი თავის სხვა მოქალაქეებზე მაღლა დააყენა და ერთდროულად მოსამართლის ფუნქციას ასრულებს, ნაფიცი მსაჯულებისასაც და ზოგჯერ ჯალათისასაც კი.

undefined 

ძალის ბნელ მხარეს

ეს საკითხი ახალი არაა. „ილიადის“ მეორე სიმღერაში ეპიზოდურად გამოჩნდება ადამიანი სახელად ტერსიტი. ავტორი მისი მამის სახელს არ გვამცნობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი ამას არ იმსახურებს.

ტერსიტი უხეშია და გარეგნულად მახინჯი – მკითხველს აშკარად აგრძნობინებენ, რომ მისგან გმირი არ გამოვა. ეს გრძნობა ძლიერდება მაშინ, როცა ტერსიტი იწყებს ყველა ბერძენის მეფის აგამემნონის ძაგებას და მას  სიძუნწესა და სიმხდალეში ადანაშაულებს (ადრე პოემაში იგივეს აქილევსი აკეთებდა).

 ოდისევსი ამისათვის მას გალახავს და ტერსიტი ტირის ტკივილისა და სირცხვილისგან.

 მაგრამ ამ მომენტისათვის მკითხველის თავში მწიფდება აზრი: ვითომ რატომაა აგამემნონი დიდი მეფე და ყველა მის მიერ დაგროვებული სიმდიდრის მფლობელი? რატომ დგას იგი ყველაზე მაღლა? მით უფრო, რომ აქილევსი უფრო მამაცი ადამიანი და გამოცდილი მეომარია.

 როგორ მოვიქცეთ, როცა გმირი მკვეთრად უხვევს უმრავლესობის მიერ სწორად მიჩნეული გზიდან? მაგნეტო თავიდან ჩარლზ ქსავიერთან ერთად იბრძოდა, მაგრამ შემდეგ იგი ბარიკადის მეორე მხარეს აღმოჩნდა.

 ეს აქილევსის ისტორიას ჰგავს, რომელიც სხვა ბერძენ გმირებთან ერთად მონაწილეობდა ტროას ომში. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი აზრით კუთვნილი ჯილდო არ მისცეს (რომელიც ოდისევსს ერგო), იგი თავისი ყოფილი მეგობრების წინააღმდეგ მოქმედებს.

undefined

 ათენა, რომელიც ჩვეულებისამებრ იცავდა ოდისევსს, აქილევს გონებას უბნელებს და არწმუნებს მას, რომ აქეველებს კლავს, მაშინ როდესაც იგი ცხვრის ფარას ანადგურებდა. გონს მოსული აქილევსი თავისმოკვლას გადაწყვეტს.

 ეტყობა გმირებში და სუპერგმირებში ჩვენ გვხიბლავს ის ფაქტი, რომ მათში ხაზგასმულია ტიპიურად ადამიანური ხასიათები – და სწორედ იმიტომ, რომ მათ მთლად არაადამიანური შესაძლებლობებიც არა აქვთ.

გმირები ეს ადამიანები კვადრატში არიან: უფრო ძლიერები, უფრო ჭკვიანები. მათაც იგივე ადამიანური სისუსტეები გააჩნიათ რაც ჩვენ, მაგრამ ეს ვნებები უფრო მასშტაბურ სცენებზე თამაშდება.

სუპერგმირებს წესრიგი მოაქვთ ქაოსურ სამყაროში, სადაც ბნელი ძალები მოქმედებენ (ბუნების კატასტროფებიდან სუპერბოროტებამდე) და ვისთანაც უბრალო ადამიანს არ შეუძლია გამკლავება.

 ჩვენ უფრო მოგვწონს  სამყარო სადაც სუპერგმირები კანონზე მაღლა დგანან, ვიდრე ის, რომ ისინი საერთოდ არ იყვნენ.