მნიშვნელოვანი სიახლეები
ვინ მოაჭრა ყური ვან გოგს?

ვინ მოაჭრა ყური ვან გოგს?

გერმანელი ისტორიკოსებმა ჰანს კაუფმანმა (Hans Kaufmann) და რიტა ვილდეგანსმა (Rita Wildegans) აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ვინსენტ ვან გოგის თვითმკვლელობის მიზეზი მის მეგობარ პოლ გოგენთან უთანხმოება გახდა.

კაუფმანისა და ვილდეგანსის წიგნი, სახელწოდებით: ვან გოგის ყურში: პოლ გოგენი და სიჩუმის პაქტი" (In Van Gogh's Ear: Paul Gauguin and the Pact of Silence), ეძღვნება ყურის მოჭრის ავბედით ეპიზოდს, რომელიც ვან გოგის თვითმკვლელობამდე ორი წლით ადრე მოხდა. 1888 წლის 23 დეკემბერს ვან გოგი ბორდელში მივიდა და ერთ-ერთ მეძავს თავისი ყური გაუწოდა სიტყვებით: "თვალისჩინივით გაუფრთხილდი". რის შემდეგაც გაქრა. მეორე დილით პოლიციამ მხატვარი თავის სახლში უგონოდ იპოვა.

 როგორც თვლიან, ვან გოგი, რომელიც გაუწონასწორებელი ადამიანი იყო და სუიციდური მიდრეკილებები ჰქონდა, იმ დღეს თავის მეგობარ პოლ გოგენს წაეკიდა. მათ სახლი ერთად ჰქონდათ ნაქირავები. ჰოლანდიელი მხატვარმა ფრანგზე სამართებლით გაიწია, მაგრამ მან გაქცევა მოასწრო. მაშინ სასოწარკვეთაში მყოფმა ვან გოგმა სამართებელი ყურზე დაისვა და მოიჭრა, თუმცა მხოლოდ ყურის ბიბილო.

 კაუფმანისა და ვილდეგანსი ამ ეპიზოდს სხვანაირად ხსნიან. მათი ვერსიით გოგენი დაქირავებული სახლიდან არლიში უნდა წასულიყო, რისთვისაც მთელი თავისი ნივთები მოაგროვა, მათ შორის დაშნა და საფარიკაო ნიღაბი და ბორდელისკენ გაემართა. გზაში მას ვან გოგი წამოეწია, რომელმაც ცოტა ხნის უკან მეგობარს ჭიქა ესროლა. მათ შორის კამათი დაიწყო და გოგენმა, რომელიც კარგი მოფარიკავე იყო თავდაცვისათვის დაშნა დააძრო. სწორედ ამ იარაღით მოაჭრა მან ვან გოგს ყურის ნაწილი, დაშნა კი მდინარეში გადააგდო. გოგენმა თავის გასამართლებლად ვან გოგის სიგიჟის ისტორია მოიფიქრა.

მტკიცებულებად მეცნიერებს გოგენისათვის მიწერილი ერთ-ერთი ბოლო წერილი მოჰყავთ. იქ არის ასეთი სიტყვები: "შენ დუმხარ - მეც ჩუმად ვიქნები".  ისტორიკოსები აქ "გაუხმაურებლობის პაქტს" ხედავენ, რომელიც ყოფილ მეგობრებს შორის გაფორმდა:  ვან გოგი ჩუმადაა იმაზე, რომ იგი დაჭრეს, ხოლო გოგენი არაფერს იძახის მის წინამორბედ ჩხუბზე.  ამას გარდა ისტორიკოსებს მტკიცებულებად მოჰყავთ ყურის ნახატი, რომელიც ვან გოგმა დახატა და ლათინური წარწერა გაუკეთა -  «ictus». ეს ფარიკაობის ილეთის აღმნიშვნელი ტერმინია. "1888 წელს ვან გოგს უკვე სჭირდა ნერვული აშლილობები, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო სულით ავადმყოფი. მაგრამ შოკმა, რომელიც მან მეგობართან ჩხუბისას გადაიტანა და დაჭრამ, მისი დაავადება დაამძიმა. ამან ორი წლის შემდეგ იგი სუიციდამდე მიიყვანა", - გვიხსნის ჰანს კაუფმანი.

 ვან გოგმა 1890 წლის 27 ივლისს გასროლით თავი მოიკლა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ექიმების აზრით მისი ფსიქიკური კრიზისი გადავლილი იყო. ბედის ირონიის გამო იგი სულ ახალი გამოწერილი იყო კლინიკიდან დასკვნით: "გამოჯანმრთელდა". პისტოლეტი, რომლითაც მან თავი მოიკლა მას პლენერის დროს ყვავების დასაფრთხობად სჭირდებოდა. საბედისწერო გასროლის შემდეგ ვან გოგმა კიდევ ორი დღე იცოცხლა, სავსებით დამშვიდებული იყო და წყნარად გადაიტანა ტანჯვა.