მნიშვნელოვანი სიახლეები
ვნების ცეცხლი (+ვიდეო)

ვნების ცეცხლი (+ვიდეო)

უხსოვარი დროიდან ცნობილია მინის მხატვრული დამუშავება, რომელსაც კიდევ „ლემპფორქს“ ანდა „ფლეიმბორქსაც“ უწოდებენ.  ყველაზე ცნობილები კი იტალიის ქალაქ მურანოდან არიან. მათი ძირითადი ინსტრუმენტი სანათურაა („გარელკა“) – ჰაერ-პროპანის, ჟანგბადის, წყალბადის ან პლაზმური. საბოლოო შედეგი კი ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

აი ცნობილი ამერიკელი მხატვრის რობერტ მიკელსენის ფანტაზია კი (Robert Mickelsen) სხვადასხვა სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის გარშემო ტრიალებს.

undefinedundefined

მის ნამუშევრებში მაგალითად შეხვდებით ჰეკლერი და კოხის ფირმის კარაბინს 7.62x51мм НК-417 შესრულებულს ½ მასშტაბში. ანდა 10 ვაზნიანი ამერიკული სნაიპერული შაშხანას Barrett M98B (Model98 Bravo). მისმა ფანტაზიამ გვერდი ვერ აუარა დრაგუნოვის სიტემის შაშხანასაც.

undefined

თუმცა მხატვარი საკმაოდ „მშვიდობიან პროდუქციასაც“ ქმნის. ასეთია მაგალითად გასული საუკუნის ფრანგული დაზგის ტყვიამფრქვევი   Hotchkiss М1914, რომელიც მთლიანად გამჭვირვალე მინისაა და მასზე მსოფლიოს 150 ენაზე იკითხება წარზერა „მშვიდობა“. ანდა ორიგინალური ფორმის ჩაიდანი "Bling!", რომელიც პიტსბურგის (აშშ) თანამდეროვე მინის გალერეაშია გამოფენილი.