მნიშვნელოვანი სიახლეები
XVI საუკუნის თალმუდი რეკორდულ ფასად გაიყიდა

XVI საუკუნის თალმუდი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ნიუ-იორკში  Sotheby's აუქციონზე XVI საუკუნის თალმუდი 9,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს იუდაიკის ნივთების ბაზარზე ახალი მსოფლიო რეკორდია.

ბაბილონის საკმაოდ იშვიათი თალმუდის გასაყიდ ფასად 5-7 მილიონს ვარაუდობდნენ.

 წიგნის მყიდველი ნიუ-იორკის XIX საუკუნის იშვიათი წიგნებისა და ფოტოების მაღაზიის წარმომადგენელი სტეფანე ლევენტალი გახდა.

ეგრეთ წოდებული ბომბერგის თალმუდი ვალმადონას ბიბლიოთეკაში შედიოდა (Valmadonna Trust Library), რომელიც მსოფლიოში იშვიათი ებრაული წიგნებისა და ხელნაწერების კოლექციად ითვლება და 14,9 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

undefinedundefined

დანიელ ბლომბერგი ოირველი იყო ვინც ბაბილონის თალმუდის (1519-1523)  სრული ტექსტი დაბეჭდა. იგი ივრითზე და საერთოდ დასავლურ ცივილიზაციაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან წიგნად ითვლება. ჩვენამდე XVI საუკუნეში დაბეჭდილი ბლომბერგის თალმუდის მხოლოდ 14-მა სრულმა გამოცემამ მოაღწია.