მნიშვნელოვანი სიახლეები
ყველაფერი მიედინება: კანდინსკის „VI კომპოზიციის“ 9 გამოცანა

ყველაფერი მიედინება: კანდინსკის „VI კომპოზიციის“ 9 გამოცანა

ფორმა შინაარსის გარეშე ეს ჰაერით სავსე ცარიელი ხელთათმანია, ამტკიცებდა კანდინსკი. მისი „VI კომპოზიცია“ ეს ქაოსის გადალახვის ისტორიაა

ნახატი „VI კომპოზიცია“ , ტილო, ზეთი 195×300 სმ, 1913 წელი

ახლა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟში ინახება

ვასილი კანდინსკის უსაგნო ფერწერამდე, როგორც თავად ჰყვება, შემთხვევამ მიიყვანა. ერთხელ საღამოს მიუნჰენში, პლენერიდან სახელოსნოში დაბრუნებულს უცნობი „აღუწერელად მშვენიერი, შინაგანი წვით აღსავსე ნახატი დაინახა“. „ჯერ გავნცვიფრდი, შემდეგ ჩქარი ნაბიჯით მივუახლოვდი ამ იდუმალ ნახატს, რომელიც გარეგანი შინაარსით სრულიად გაუგებარი იყო და რომელიც ფერადი ლაქებისგან შედგებოდა და გამოცანის პასუხიც გავიგე: ეს ჩემი ნახატი იყო, რომელიც კედელზე იყო მიყუდებული და გვერდზე გადაქანებული...“

უსაგნო არ ნიშნავს უიდეოს. პირველი მსოფლიო ომის წინ მშფოთვარე ატმოსფეროში მხატვარი ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ ბიბლიურ სიუჟეტებს მიმართავს. „VI კომპოზიციის“ ჩანაფიქრი მაშინ გაჩნდა, როცა მან მინაზე მსოფლიო წარღვნის შესახებ ნახატი შეასრულა - ცხოველები, ადამიანები, პალმები, კიდობანი და წყლის მძვინვარე სტიქია. ის რაც გამოვიდა, კანდინსკიმ გადაწყვიტა გადაემუშავებინა და ერთ დიდ ტილოდ ექცია. „VI კომპოზიციაში“ არა მხოლოდ გამოსახულებები გახდა აბსტრაქტული, არამედ იდეაც - უფრო საერთო: სამყაროს განახლება განადგურების გზით. კანდინსკი გვიხსნის: „გრანდიოზული, ობიექტურად მომხდარი კატასტროფა იმავდროულად აბსოლუტური და საკუთარი ჟღერადობის მქონე საქებარი სიმღერაა, რომელიც ახალი შექმნის ჰიმნს მოგვაგონებს, რომელიც სამყაროს განადგურებას მოსდევს“.

1 ტალღები.  ტეხილი ხაზები, რომლებადაც იქცნენ წყლები, ძირავენ სამყაროს, ქმნიან ქაოსის, სტიქიის ზეიმის შეგრძნებას.

 2 ვარდისფერი ლაქა.  ეს, როგორც კანდინსკი წერდა, კომპოზიციის სამიდან ერთ-ერთი ცენტრია - „ნაზი“,  „სუსტი გაუკვეველი ხაზებით“. ამოსავალ ნახატზე ამ ადგილას ბორცვი იყო, რომელზეც გადარჩენის მოსურნე  ქალი და ცხოველები იყვნენ. ვარდისფერი კანდინსკის გაგებით სხეულის ფერია.

 3 ლურჯ-წითელი ლაქა.  ქაოსი სურათზე მოჩვენებითია: კომპოზიციის მოფიქრებისას მხატვარი ძირითად ელემენტებს აწონასწორებდა. ამორფული ვარდისფერის გვერდით -მეორე  ცენტრია, კანდინსკის სიტყვებით „უხეში, „მკვეთრი, ნაწილობრიც ბოროტი, ძლიერი, ძალიან ზუსტი ხაზებით“ და ფერადი და ცივი ფერების დისონანსით.

4 თეთრ-ვარდისფერი  ლაქა - სურათის ცენტრალური ელემენტი.  ფერმწერმა ახსნა, რომ ბოლქვებად დადებულმა საღებავებმა სივრცული გაუთვითცნობიერების შეგრძნება უნდა შექმნან. „მთავარი ცენტრის მდებარეობით - „სადღაც“ - მთელი ნახატის შინაგანი ხმოვანება განისაზღვრება“, - წერდა მხატვარი.

5 „ნავი“.  ნავის გამოსახულება კანდინსკის ნახატებში მოხაზულობით არაერთხელ გვხვდება. მხატვრის შემოქმედების მკვლევარი ჰაიო დიუჰტინგი მიიჩნევდა, რომ ეს წინსწრაფვის სიმბოლოა.

6 პარალელური ხაზები.  ამოსავალი ნახატის წვიმის წვეთები პარალელურ ხაზებად იქცნენ. მხატვარმა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების წინააღმდეგობა გამოიყენა, რათა კომპოზიციას დრამატიზმი შესძენოდა.

 7 ვარდისფერი ლაქები.  „რათა... დავფარო გაულისგამაწვრილებლად მჟღერი დრამმატული ელემენტი (ალიკაპი გავუკეთო), მე ნახატში სხვადასხვა ტონალობის ვარდისფერი ლაქები გავათამაშე“, - აღნიშნავს კანდინსკი.

 8 ყავისფერი.  როგორც  მხატვარმა აღნიშნა, „ღრმა ყავისფერ ფორმებს...შემოაქვთ გამკვრივებული და აბსტრაქტულად მჟღერადი ნოტი, რომელიც უიმედოობის ელემენტზე მიგვითითებს“. ტრაქტატში „ხელოვნებაში სულიერების შესახებ“ , მან ყავისფერი ფერი დაახასიათა, როგორც „ჩლუნგი, ხისტი, ნაკლებად მოძრავი“, მაგრამ იმავდროულად სხვა ფერების დინამიკის იღბლიანად შემაკავებელი.

 9 ყვითელი და მწვანე ლაქები.  ნახატის კანდინსკისეული  კომენტარის მიხედვით, „აცოცხლებს სულიერ მდგომარეობას, ანიჭებს მას  მეტ აქტიურობას“. ფერებზე საუბრისას კანდინსკი ყვითელს აღწერს, როგორც „ტიპიურად მიწიერ“ ფერს და იმავდროულად ყველაზე კაშკაშას.