მნიშვნელოვანი სიახლეები
ყველაზე ძველი ებრაული ლოცვათა წიგნი

ყველაზე ძველი ებრაული ლოცვათა წიგნი

არქაული ებრაული ფორმით შესრულებული იშვიათი ებრაული ტექსტი, რომელიც მეეცხრე საუკუნით თარიღდება, მიიჩნევა მსოფლიოში ყველაზე ძველ ებრაულ ლოცვის წიგნად.

მას აქვს ებრაული ლოცვების 50 გვერდი, რომელიც თავის თავდაპირველი წყობითაა. ექსპერტთა მიხედვით ხელნაწერი დაახლოებით ახ.წ.ა. 840 წლით თარითდება, რომლის მიხედვით ის უფრო 400 წლით უფრო ძველი გამოდის ვიდრე ყველაზე ადრეული თორა, რაც მოგვეპოვება. ეს წიგნი შესაძლოა მკვდარი ზღვის გრაგნილებსა და შუა საუკუნის იუდაიზმს შორის დამაკავშირებელი რგოლი გახდეს.

წიგნი შიგნით ექვს ნაწილად არის დაყოფილი, რომელიც განიხილავს ისეთ საკითხებს როგორიცაა დაწყებული სამყაროს დასასრულით და დამთავრებული პასექის დღესასწაულით. წიგნის პირველი ნაწილი 100 ებრაული ლოცვებია.

დოქტორი ჯერუ პატენგელი მკვლევარი და წიგნის მფლობელი, ამბობს: „ეს მონაპოვარი არის ებრაელთა რელიგიური ცხოვრების საყრდენი.“

ებრაული ნაწერი იმდენად არქაულია, რომ ზოგი აცხადებს -  „ ის მსგავსია ბაბილონური ხმოვანთა მინაწერებისა“.

მკვლევარებმა ლოცვათა წიგნის შესახებ 2015 წლის დასაწყისში გამოაცხადეს. რამაც გამოიწვია მრავალი კითხვა, თუნდაც იმის შესახებ, უნდა იმყოფებოდეს თუ არა ასეთი ძვირფასი ხელნაწერი კერძო კოლექციაში.