მნიშვნელოვანი სიახლეები
2080 წლისათვის ყავა შეიძლება საერთოდ გაქრეს

2080 წლისათვის ყავა შეიძლება საერთოდ გაქრეს

კლიმატის შესწავლის ავსტრალიის ინსტიტუტის მოხსენებაში შემაშფოთებელი წინასწარმეტყველებაა: გლობალური დათბობის გამო მსოფლიო შესაძლოა საყვარელი გამამხნევებელი სასმელის გარეშე დარჩეს.

აქამდე ყავის მარცვლების წარმოებაში კლიმატის გამო დიდი პრობლემები მხოლოდ ერთ ქვეყანას - ყავის ექსპორტში მსოფლიო ლიდერს, ბრაზილიას ჰქონდა. რამდენიმე წლიანმა გვალვამ სერიოზულად იმოქმედა ბრაზილიურ ყავაზე, მაგრამ არა მის მსოფლიო წარმოებაზე: საქმეს სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით ჰონდურასში ყავის უხვი მოსავალი შველოდა.

ახლა საშიშროება სწორედაც რომ ჰონდურასულ ყავას დაემუქრა. მოხსენების მიხედვით 2050 წლისათვის იმ მიწების ნახევარი, რომელიც ყავის კულტურას უკავია, ორწლიანი გვალვის გამო სავსებით გამოუსადეგარი გახება. კიდევ 30 წლის შემდეგ დედამიწის გლობალური დათბობა ყავას, როგორც კულტურას, სავსებით გააქრობს.

 მოხსენებაში ლაპარაკი მომავალ ათწლეულებზეა, მაგრამ ყავის უკმარისობა უკვე მოქმედებს მის ხარისხზე. ბრაზილიურმა გვალვებმა ყავაზე ფასების ზრდა გამოიწვია და ახლა დაბალი ჯიშის ყავაზე ფასმა უკვე მოიმატა. უფრო მეტიც ყავის გაყალბების ფაქტებმაც იმატა და დაბალი ხარისხის ყავას მაღალ ხარისხად ასაღებენ.