მნიშვნელოვანი სიახლეები
21st century fox-მა ტელეარხი sky გადაყლაპა (+ვიდეო)

21st century fox-მა ტელეარხი sky გადაყლაპა (+ვიდეო)

ბრიტანულმა ტელეარხმაSky-მ  მიიღო მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის კუთვნილი ამერიკული ჰოლდინგ 21st Century Fox-ის წინადადება.

 გარიგების ღირებულება, რომელიც რეგულატორების თანხმობას ელის, 11,7 მილიარდი გირვანქა სტერლინგია (14 მილიარდ ევროზე ცოტა ნაკლები).

მერდოკის კორპორაცია ტელეკომპანია Sky-ს აქციების 39%-ს ისედაც ფლობდა და მის საბოლოოდ გადაყლაპვას აპირებდა, მაგრამ  გეგმები სკანდალის გამო ჩაიშალა. სკანდალი კი მერდოკის კუთვნილი ტაბლოიდNews of the World-ის ჟურნალისტების მიერ ცნობილი ადამიანების უკანონო სატელეფონო მოსმენებს უკავშირდებოდა. ამის გამო ტაბლოიდი 2011 წელს დაიხურა კიდეც.