მნიშვნელოვანი სიახლეები
აფრიკული ენერგია ევროპისათვის

აფრიკული ენერგია ევროპისათვის

ბოლო დროს ევროკავშირმა  წიაღისეული საწვავზე უარი განაცხდა და აქცენტს განახლებად ენერგიის წყაროებზე აკეთებს. მაგრამ ჩრდილო ევროპაში მზის ენერგიაზე დიდი პრობლემებია. ამის გამო ევროკაშვირმა გიგანტური მზის ელექტროსადგურის აგება ტუნისში გადაწყვიტა.

მზის ფერმა 4,5 გიგავატ ენერგიას გამოიმუშავებს და მას ტუნისში საჰარის უდაბნოში განათავსებენ. წყალქვეშა კაბელებით ენერგია მალტის გავლით იტალიასა და საფრანგეთში გადაიგზავნება. კომპანია TuNur-ი, რომელიც პროექტს კურირებს აცხადებს, რომ ტუნისის ხელისუფლებასთან ყველა საკითხი მოაგვარა და ფერმა მზად უკვე 2020 წლისათვის იქნება. TuNur წრიული ელექტროსადგური იქნება, სადაც ყველა სარკე მზის სხივებს  ცენტრალური კოლექტორისაკენ  მიმართავს. ამგვარი ტიპის მზის ფერმები ენერგიას უფრო დიდხანს ინარჩუნებენ.

თუკი პროექტი გაამართლებს, მაშინ TuNur ტუნისის შიდა მოხმარებისთვისაც ააგებს მზის ფერმებს. მსგავსი პროექტი ტუნისს ენერგოპრობლემის გადასაწყვეტად  ფულსაც და გამოცდილებასაც მისცემს.