მნიშვნელოვანი სიახლეები
ალტერნატიულმა ენერგეტიკამ ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი პირველად გამოიმუშავა

ალტერნატიულმა ენერგეტიკამ ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი პირველად გამოიმუშავა

7 ივნისს დიდი ბრიტანეთში ქარზე, მზეზე, წყალზე და მერქანზე მომუშავე სადგურებმა საერთო ჯამში ქვეყნის მთელი ელექტროენერგიის 50,7% (18,7 გიგავატი) გამოიმუშავეს.

დიდ ბრიტანეთში პირველად განახლებადმა ენერგიის წყაროებმა უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ვიდრე ტრადიციულმა (გაზი და ნახშირი).

ოპერატორ National Grid-ის, რომელიც ქვეყნის მთელ ელექტროენერგიას განაგებს, სპეციალისტები ამას ჩრდილო ევროპაში 6-7 ივნის ძლიერ ქარებს  უკავშირებენ.

დიდ ბრიტანეთში ალტერნატიული ენერგეტიკით სერიოზულად არიან დაინტერესებულები. ასე მაგალითად გასულ თვეში ლივერპულთან სადღეისოდ ყველაზე დიდი და მძალვრი ქარის გენერატორები დაამონტაჟეს. თვითოეულ ტურბინას 8 მეგავატი სიმძლავრე გააჩნია და სიმაღლეში 195 მეტრს აღწევს.