მნიშვნელოვანი სიახლეები
Amazon-ის დამფუძნებელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა

Amazon-ის დამფუძნებელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა

კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ხუთშაბათს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად აღიარეს - მან Forbes-ის მილიარდელებისრეიტინგში Microsoft-ის დამაარსებელ ბილ გეიტს გადაუსწრო.

 Amazon-ის აქციების ღირებულების 2,3%-იანი ზრდის გამო ბეზოსმა თავისი ქონება 2 მილიარდი დოლარით გაზარდა.

ამგვარად Amazon-ის დამაარსებლის აქტივებმა გეიტსის ქონებას 1,4 მილიარდი დოლარით გადაუსწრო.

 ბილ გეიტსმა რეიტინგში ლიდერობა ბოლოს ერთი წლის წინათ დაკარგა, როცა მას ორი დღით სავაჭრო ქსელ Zara-ს დამფუძნებელმა ამანსიო ორტეგამ გადაასწრო.

 Amazon-ის დამფუძნებელი მეშვიდე ადამიანი გახდა, რომელიც 1987 წელს,  Forbes მილიარდელების რეიტინგის დაარსების შემდეგ მის სათავეში აღმოჩნდა.

Amazon-ი - მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ-რიტეილერია. იგი მუშაობს აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში, კანადაში, ჩინეთში, ინდოეთში, მექსიკაში, იაპონიაში და სხვ აქვეყნებში.

„ბეზოსი მსოფლიოს უმდედრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში ვერასოდეს ვერ მოხვდებოდა, გეიტსი ამდენ ფულს ქველმოქმედებაში, რომ არ ხარჯავდეს“, - აღნიშნავს Forbes-ი.

2016 წლის ბოლოსათვის გეიტსმა სულ ქველმოქმედებაში 31 მილიარდი დოლარი დახარჯა. 2015 წლის ბოლოსათვის ბეზოსის იგივე მაჩვენებელი 100 მილიონ დოლარს აღწევდა.