მნიშვნელოვანი სიახლეები
Amazon-მა 13,7 მილიარდ დოლარად  Whole Foods-ი შეიძინა

Amazon-მა 13,7 მილიარდ დოლარად Whole Foods-ი შეიძინა

მსოფლიოში უდიდესმა ონლაინ-რიტეილერმა Amazon-მა განაცხადა, რომ სუპერმარკეტების ქსელ Whole Foods Market-ს 13,7 მილიარდ დოლარად ყიდულობს.

კომპანია Whole Foods Market-სის ყოველ აქციაში 42 დოლარს გადაიხდის. ეს 27%-ით უფრო მაღალი ფასია, ვიდრე ისინი ხუთშაბათს ღირდა. გარიგების ფასში სუპერმარკეტების ქსელის ვალებიც შედის.

Amazon და Whole Foods-ი გარიგების დახურვას 2017 წლის ბოლომდე აპირებენ.

 როგორც ონლაინ-რიტეილერის განცხადებაშია ნათქვამი, Amazon სუპერმარკეტების ქსელის მუშაობაში რაიმე ძირეული ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს. ქსელი მუშაობას ძველი ბრენდით გააგრძელებს და გენერალური დირექტორის პოსტზე კვლავ ჯონ მაკი დარჩება.

 Amazon და Whole Foods-ის ქსელი პარტნიორებად არასდროს მიიჩნეოდნენ. მათი გაერთიანება ოფლაინ და ონლაინ რიტეილერების გამაერთიანებელი უდიდესი გარიგება გახდა.

Whole Foods Market-სის ქსელი ტექსასში 1978 წელს დაარსდა. მას აშშ-ში კანადასა და დიდ ბრიტანეთში 460 სუპერმარკეტი ეკუთვნის. ქსელში 87 ათასი ადამიანი მუშაობს. ფინანსური წლის შედეგებით კომპანიის გაყიდვებმა 16 მილიარდი დოლარი შეადგინა.