მნიშვნელოვანი სიახლეები
Apple-ის კომპიუტერებს შანტაჟისტი ჭია-ვირუსი თავს ესხმის (+ვიდეო)

Apple-ის კომპიუტერებს შანტაჟისტი ჭია-ვირუსი თავს ესხმის (+ვიდეო)

Apple-ის კომპიუტერები პირველად გახდნენ მიზანმიმართულად ზიანის მომტანი პროგრამა-შანტაჟისტის მსხვერპლნი. პროგრამა “KeRanger” დავირუსებულ კომპიუტერებზე მონაცემებს შიფრავს, ხოლო შემდეგ მათ დეშიფრაციაში კრიპტოვალუტით გამოსასყიდს ითხოვს.

 გასულ პარასკევს ჰაკერებმა ჭია-ვირუსი ტორენტ-ტრეკერ  BitTorrent-ით გაავრცელეს. თანაც იგი  ფაილის გადმოსაქაჩ  ახალ პროგრამად გაასაღეს. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, პროგრამა აქტიურდება სამი დღის შემდეგ, შიფრავს ფაილებს, ხოლო შემდეგ ითხოვს გამოსასყიდს - 1 ბიტკოინს (დაახლოებით 400 დოლარი).

Apple  ყველა  ღონეს ხმარობს, რათა ვირუსის გავრცელება აღკვეთოს.