მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ  ატლანტიკის  შელფზე  გაზისა და ნავთობის  მოპოვების  გაზრდას  არ აპირებს

აშშ ატლანტიკის შელფზე გაზისა და ნავთობის მოპოვების გაზრდას არ აპირებს

აშშ–ს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ატლანტის ოკეანის შელფზე ბურღვითი სამუშაოების  ზრდა  შეაჩეროს.  აქ  2017–2022  წლებში ნავთობისა და გაზის მოპოვების გაზრდას აპირებდნენ.

როგორც აშშ–ს ბუნებრივი რესურსების მინისტრმა სალი ჯუელმა განაცხადა, ითვალისწინებენ  რა ბურღვის საწინააღმდეგოდ რეგიონის მცხოვრებთა პროტესტს, ასევე ის, რომ სამუშაოები მეთევზეებს, ტურისტულ ინდუსტრიას და სამხედროებს  ხელს შეუშლიდა, ამიტომ ახლა ბურღვის დაწყებას აზრი არ აქვს.

გასული წლის იანვარში პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ  აშშ–ს აღმოსავლეთ შტატების მცხოვრებთა პროტესტი გამოიწვია, როცა მწვანე შუქი აუნთო შესამაბისი სამუშაოების დაწყებას.

თეთრი სახლის ვექტორის ცვლილება აღნიშნეს არა მხოლოდ ეკოლოგებმა და აღმოსავლეთის შტატების მცხოვრებლებმა, არამედ ზოგიერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმაც.  ასე მაგალითად ჰილარი კლინტონმა, რომელსაც სურვილი აქვს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გახდეს მომავალ  საპრეზიდენტო  არჩევნებზე, „ტვიტერში“ განაცხადა, რომ ახლა მოვიდა დრო იფიქრონ არქტიკაში ბურღვის რისკებზეც.

 მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ ვირჯინიის, ჯორჯიის და ორივე კაროლინის შტატების პოლიტიკოსთა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, ვინაიდან  ისინი  მხარს უჭერდნენ  ამ პროგრამას.  ასევე  უკმაყოფილონი დარჩნენ  ნავთობგაზის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც, რომელთაც ენერგომატარებლებზე ფასების ვარდნის გამო ისედაც ბევრი პრობლემა დაუგროვდათ.