მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-სთან TTIP-ის მოლაპარაკება ჩაიშალა (+ვიდეო)

აშშ-სთან TTIP-ის მოლაპარაკება ჩაიშალა (+ვიდეო)

ევროკავშირში და კერძოდ გერმანიაში, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ტრანსატლანტიკური სავაჭრო და ინვესტიციური პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ პროტესტის გრძნობა იზრდება. მანიფესტაციების ახალი ტალღა სექტემბრისათვის იგეგმება. ხელშეკრულების მოწინააღმდეგეები მის დახურულ ფორმას აკრიტიკებენ  და შიშობენ, რომ იგი ნეგატიურად აისახება დასაქმებულთა და მომხმარებელტა უფლებებზე. არის ასევე იმის საშიშროებაც, რომ კერძო ბიზნესი სახელმწიფო სასამართლოების იურისდიქციიდან გამოვიდნენ.

ასეთ ფონზე გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა მოლაპარაკების ჩაშლის შესახებ განაცხადა. ეს მოლაპარაკებები სამი წელია რაც გრძელდება და ამ წელს უნდა დასრულებულიყო.

ატლანტიკის მეორე ნაპირთანაც ასევე გაცივდა ენთუზიაზმი ამ მოლაპარაკებების მიმართ. პრეზიდენტობის კანდიდატი დონალს ტრამპი მას „ძალიან ცუდ იდეას უწოდებს“, ხოლო მისი მოწინააღმდეგე ჰილარი კლინტონი ზოგიერთი პუნქტის გადახედვის მოთხოვნით გამოდის.