მნიშვნელოვანი სიახლეები
ახალი აგრარული იმპერია: Bayer-ი და  Monsanto ერთიანდებიან (+ვიდეო)

ახალი აგრარული იმპერია: Bayer-ი და Monsanto ერთიანდებიან (+ვიდეო)

გერმანულმა ქიმიურმა კონცერნმა Bayer-მა განაცხადა, რომ კორპორაცია Monsanto-ს ყიდულობს, რომელიც მსოფლიო ლიდერია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე მასალის მიწოდებაში.

მოლაპარაკებები რამდენიმე თვე გრძელდებოდა, მყიდველმა რამდენჯერმე ასწია შეთავაზებული ფასი. საბოლოოდ ორივე მხარე Monsanto-ს აქციის 128 დოლარიან ფასზე შეთანხმდა. ამგვარად შერწყმის მთლიანმა ფასმა 66 მილიარდი დოლარი (59 მილიარდი ევრო) შეადგინა. თუკი ანტიმონოპოლური ორგანოები მწვანე შუქსა აანთებენ, მაშინ შერწყმა წლის ბოლოსათვის დასრულდება.

მაგრამ რეგულატორებმა შეიძლება ხელი შეუშალონ გაერთიანებას, ვინაიდანეს ბიოტექნოლოგიების და აგრარული პროდუქციის მიწოდების სფეროში ვითარებას ეს შერწყმა ძლიერ შეცვლის. ამ კონგლომერატის კონტროლქვეშ თესლისა და პესტიციდების მსოფლიო ბაზრის მეოთხედზე მეტი აღმოჩნდება.