მნიშვნელოვანი სიახლეები
Bank of China-მ "გაზპრომს" 2 მილიარდი ევრო კრედიტი გამოუყო

Bank of China-მ "გაზპრომს" 2 მილიარდი ევრო კრედიტი გამოუყო

ჩინურმა ბანკმა Bank of China-მ "გაზპრომთან" ხელშეკრულება გააფორმა მისთვის ხუთი წლის ვადით 2 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის თაობაზე. ამის შესახებ რუსული ჰოლდინგი აცხადებს.

 როგორც "გაზპრომი" იძახის, ეს კომპანიის ისტორიაში დაფინანსების მოცულობის მიხედვით უდიდესი შეთანხმებაა, რომელიც პირდაპირი წესით ერთ საკრედიტო ორგანიზაციასთან დაიდო და პირველი ორმხრივი ხელშეკრულება არის ჩინურ ბანკთან.

ხელშეკრულებას ხელი "გაზპრომის" სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კრუგლოვმა და Bank of Cnina-ს ლონდონის ფილიალის ვიცე-პრეზიდენტმა ვან ჰუაბინმა მოაწერეს.

გასული წლის აპრილში "გაზპრომმა" აზიის ბანკების მონაწილეობით 500 მილიონი დოლარის კლუბური კრედიტი მიიღო, ხოლო აგვისტოში, ჩინეთის ხუთი ბანკის მონაწილეობით 1,5 მილიარდი დოლარის კლუბური სესხი აიღო.

 Bank of China სიდიდით ჩინეთის მეორე ბანკია. 2006 წლის ივნისში მან ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე IPO მოაწყო.