მნიშვნელოვანი სიახლეები
ბანკი  Sabadell-ი კატალონიიდან მიდის (+ვიდეო)

ბანკი Sabadell-ი კატალონიიდან მიდის (+ვიდეო)

ესპანეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკი Sabadell-ი, რომელიც კატალონიაში არის დარეგისტრირებული და იურიდიულ მისამართად ბარსელონა აქვს მითითებული, ვალენსიაში გადადის. კატალონიის მთავრობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელსად დამოუკიდებლობის გამოცხადება სურს, Sabadell-ის ხელმძღვანელობა ევროპის ცენტრობანკის იურისდიქციაში დარჩენას გეგმავს. პოტენციურად დამოუკიდებელი კატალონიის ევროკავშირთან ურთიერთობის შესახებ კი არაფერია ცნობილი - მით უფრო, რომ ბრიუსელი საკმაოდ ცივად შეხვდა კატალონიის რეფერენდუმს.

 ბარსელონიდან წასვლის შესახებ კიდევ რამდენიმე შედარებით წვრილმა კომპანიამაც განაცხადა.

ექსპერტების ვარაუდით კატალონია, რომელსაც თავისი ძლიერი ეკონომიკის იმედი აქვს, შესაძლოა მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს: რეგიონში ევროპის ბევრი მსხვილი კომპანიის წარმომადგენლობაა და გამოყოფის პროცესმა შესაძლოა ისინიც დააფრთხოს.                                                                                                                                                            

ხუთშაბათს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენრო  S&P-მ განაცხადა, რომ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო კატალონიის რეიტინგის დაწევაა მოსალოდნელი.