მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანეთი მეოთხედი საუკუნის შემდეგ ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილებზე უარს იტყვის

ბრიტანეთი მეოთხედი საუკუნის შემდეგ ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილებზე უარს იტყვის

საფრანგეთის კვალად დიდი ბრიტანეთი ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის მიზნით 2040 წლისათვის უარს იტყვის ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვაზე.

როგორც გარემოს დაცვის მინისტრი მაიკლ გოუვი ამბობა 2050 წლისათვის ბრიტანეთის გზებზე არცერთი ბენზინზე და დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილი არ უნდა დარჩეს.

ბრიტანეთის ხელისუფლება 255 მილიონ გირვანქას გამოუყოფს ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა გამონაბოლქვის შემცირების სქემები შეიმუშაონ. ჰაერის გაბინძურებასთან ბრძოლის პროგრამაზე სულ 3 მილიარდი გირვანქაა გამოყოფილი.