მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანეთის სიდიდით მეხუთე ავიაკომპანიამ ფრენები შეწყვიტა

ბრიტანეთის სიდიდით მეხუთე ავიაკომპანიამ ფრენები შეწყვიტა

ბრიტანეთის სიდიდით მეხუთე ავიაკომპანია Monarch Airlines-მ ავიაგადაზიდვები შეწყვიტა და 300 ათასი უკვე გაყიდული ბილეთი უკან დააბრუნა. ბრიტანეთში ასეთი მსხვილი ავიაკომპანია აქამდე არ გაკოტრებულა.

ორშაბათს Monarch Airlines-მა ბილეთების გაყიდვა შეწყვიტა. კომპანიამ აღიარა, რომ 2016 წელს 291 მილიონი გირვანა (390 მილიონი დოლარი) დაკარგა. შედარებისათვის, წინა 12 თვეში კომპანიამ 27 მილიონი გირვანქა მოგება ნახა (36 მილიონი დოლარი).

 ავიაკომპანიამ უკვე გააუქმა მომდევნო დღეებისათვის ნაყიდი ბილეთები. ეს 300 ათასი ბილეთია. სულ ამის გამო 750 ათასი მგზავრი დაზარალდა. იმ მგზავრებს, რომლებიც უკვე საზღვარგარეთ არიან - მათი რიცხვი 110 ათასს აღწევს - Monarch Airlines-ი სახლში უფასოდ დაბრუნებას პირდება.

 კომპანიის ხელმძღვანელის ენდრიუ სვაფილდის განცხადებით კომპანიის გაკოტრების მთავარი მიზეზი ეგვიპტესა და ტუნისში მომხდარი ტერაქტები და ასევე თურქეთში ბაზრის კრახია. მაგრამ ბლეირ ნამო, აუდიტორული კომპანია KPMG-დან ამტკიცებს, რომ კომპანიის გაკოტრების მიზეზი საწვავზე გაზრდილი ფასები და მოკლე გადაფრენების ბაზარზე ფასების შემცირებაა.