მნიშვნელოვანი სიახლეები
ექსპერტებმა მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი დაითვალეს

ექსპერტებმა მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი დაითვალეს

2015 წლისათვის მსოფლიოში 2,4 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა ქონებაც 1 მილიარდ დოლარზე მეტი იყო. ასეთი მონაცემები მოჰყავს ორგანიზაცია Wealth-X–ს თავის ანგარიშში. წლის განმავლობაში მათი რიცხვი 5,4%–ით გაიზარდა.

გასულ წელს მილიარდელთა საერთო ქონებამ 7,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ეს უფრო მეტია, ვიდრე მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების მშპ, აშშ–სა და ჩინეთის გარდა.

მილიარდელთა უმრავლესობა ევროპაში ცხოვრობს: რეგიონში 806 მილიარდელია. წლის განმავლობაში ევროპაში მათი რიცხვი 4%–ით გაიზარდა. მათი მთლიანი ქონება 2,3 ტრილიონი დოლარია.

 ჩრდილო ამერიკაში უფრო ნაკლები – 628 მილიარდელია. სამაგიეროდ ისინი ევროპელებზე უფრო მდიდრები არიან: მათი ქონება 2,5 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

 აზიამ მილიარდელების რიცხვის ზრდის მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა. გასულ წელს მილიარდელთა რიცხვი 15,2%–ით გაიზარდა  და 645 ადამიანი აჩვენა, ხოლო საერთო ქონება 19,6%–ით გაიზარდა და 1,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

 ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთში  166  მილიარდელი  ცხოვრობს, რომლებიც 450 მილიარდ დოლარს ფლობენ.

 მდიდრები აფრიკაშიც არიან: კონტინენტზე 41 მილიარდელია 98 მილიარდი დოლარის საერთო  ქონებით.

 მილიარდელთა შორის ქალები უმცირესობაშია – 294  ადამიანი.  ისინი ჯამში 876 მილიარდ დოლარს ფლობენ.

მამაკაცი მილიარდელების საშუალო ასაკი 63,2 წელია, ხოლო მილიარდელი ქალების 62,2 წელი.  მსოფლიოს  მილიარდელების  85%  დაოჯახებულია.

 მილიარდელების 70%–ს ბაკალავრის ხარისხი გააჩნია, 22%  მაგისტრია, 13% ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, ხოლო 9,5% მეცნიერებათა დოქტორი.

 მსოფლიოს მილიარდელების 56%–მა ქონება თვითონ დააგროვა. 13%–მა იგი მემკვიდრეობით მიიღო, ხოლო 31%–მა ნაწილობრივ მემკვიდრეობით, ნაწილობრივ კი თავად დააგროვა.

 შემოსავლების ძირითადი წყარო ინვესტიციები და საფინანსო სექტორია.