მნიშვნელოვანი სიახლეები
ევრიკომისიამ Google 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

ევრიკომისიამ Google 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

ევროკომისიამ Google ევროკავშირის ანტიმონოპოლური კანონმდებლობის დარღვევისათვის 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა. კომისიამ  ჩათვალა, რომ კორპორაციამ საძიებო სისტემების ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა და საქონლის ძებნისას უპირატესობა სისტემა Google Shopping-ს მიანიჭა.

 ევროკომისიის მონაცემებით Google-ს უკანონო მოქმედებებით Google Shopping-ის სერვისის მონახულება დიდ ბრიტანეთში 45-ჯერ, გერმანიაში 35-ჯერ, საფრანგეთში 19-ჯერ, ნიდერლანდებში 29-ჯერ, ესპანეთში 17-ჯერ და იტალიაში 14-ჯერ გაიზარდა. ამასთან კონკურენტი სერვისების მონახულება საგრძნობლად შემცირდა.

 ევროკომისიის გადაწყვეტილებით ჯარიმის ოდენობა იმ მოგებით განისაზღვრა, რომელიც კორპორაციამ Google Shopping-ის სერვისით 13 ქვეყანაში მიიღო.

 „უკანონო მოქმედებების“ შესაჩერებლად Google-ს 90 დღე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კორპორაციაზე დაკისრებული  ჯარიმა დედაკომპანია Alphabet-ის  საშუალო დღიური ბრუნვის 5%-მდე გაიზრდება.

ამასთან Google-მა უნდა შეატყობინოს ევროკომისიას თუ რის გაკეთებას აპირებს ვითარების გამოსასწორებლად.

თავად Google აცხადებს, რომ არ ეთანხმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას და მისი გასაჩივრების შესაძლებლობებს განიხილავს.