მნიშვნელოვანი სიახლეები
ევრო შესაძლოა წელიწადნახევარში გაქრეს

ევრო შესაძლოა წელიწადნახევარში გაქრეს

პროფესორ ტედ მალოკის თქმით უახლოეს წელიწადნახევარში ევროს გაქრობას ელოდება. დონალდ ტრამპი მალოკს ევროკავშირში აშშ-ს ელჩად დანიშვნას უპირებს.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა სამი თვის განმავლობაში ურთიერთ მისაღები სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმონ.

მალოკის აზრით ე.წ. „სუფთა“ ანდა „ხისტი“ „ბრეკსიტი“ დიდი ბრიტანეთისათვის ყველაზე უკეთესი ვარიანტია.

როგორც კი ბრიტანეთი გამოვა ევროკავშირიდან და საბაჟო კავშირიდან, მას ბრიუსელის ბიუროკრატიისგან დამოუკიდებლად შეეძლება სავაჭრო  კავშირების დადება.

 მალოკის სიტყვებით ბრიუსელის ყოველგვარი მცდელობა, ხელი შეუშალოს ლონდონსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებს აბსურდულია ისევე, როგორც „ქმრის მცდელობა ცოლს საყვარლის გაჩენა აუკრძალოს“.