მნიშვნელოვანი სიახლეები
ევროკომისიამ ლონდონის და ბერლინის ბირჟების შერწყმა დაბლოკა

ევროკომისიამ ლონდონის და ბერლინის ბირჟების შერწყმა დაბლოკა

ევროპის კომისიამ ევროპის ორი უმსხვილესი საფონდო ბირჟის - ლონდონისა და ბერლინის - შერწყმის ხელშეკრულება დაბლოკა. მათი შერწყმის შედეგად მიღებული მონსტრი გარკვეული ფინანსური მომსახურეობის საკითხში „ფაქტიური მონოპოლისტი“ გახდებოდა.

 ლონდონის ბირჟის წარმომადგენელთა განცხადებით შერწყმის შედეგად მიღებული უმსხვილესი სავაჭრო მოედანი წარმატებულ კონკურენციას გაუწევდა ამერიკულ ბირჟებს.

ევროკომისიის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. რეგულატორისგან ამგვარ შედეგს ბევრი ელოდა. თებერვლის ბოლოს ევროკომისიამ ლონდონის ბირჟას  MTS-ში თავისი წილის 60%-ის გაყიდვა დაავალდებულა. ამ მოედანზე ფიქსირებული შემოსავლების მქონე ქაღალდები იყიდება, მათ შორის სახელმწიფო ობლიგაციები.

ეს პირობა თუ შესრულდა, მაშინ ორი უმსხვილესი ბირჟის გაერთიანება ევროპულ ანტიმონოპოლურ კანონს არ დაარრვევს.

ორი ბირჟის გაერთიანების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდებ რეფერენდუმამდე დაიდო. ამ რეფერენდუმზე ბრიტანელთა უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. „ბრეკსიტის“ შესახებ რეფერენდუმმა კიდევ უფრო გაართულა ორი ბირჟის შერწყმის საკითხი.