მნიშვნელოვანი სიახლეები
Fiat Chrysler-ი აშშ-ი  ქარხნების მოდერნიზაციაში მილიარდ დოლარს დახარჯავს

Fiat Chrysler-ი აშშ-ი ქარხნების მოდერნიზაციაში მილიარდ დოლარს დახარჯავს

იტალიურ-ამერიკული ავტომწარმოებელი Fiat Chrysler აშშ-ში თავისი ორ ქარხანაში მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ეს დამატებით 2000 სამუშაო ადგილს წარმოქმნის.

მიჩიგანსა და ოჰაიოში მოდერნიზაციის შემდეგ Jeep-ის სამ ახალ მოდელს გამოუშვებენ.

მიჩიგანის შტატის ქალაქ უორენში მდებარე ქარხანაში ასევე პიკაპების გამოშვებასაც აითვისებენ. მათ აქამდე მექსიკაში არსებული ქარხანა უშვებდა.

 მანამდე აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაემუქრა ამერიკულ ავტომწარმოებლებს, რომ მექსიკაში წარმოებული ავტომობილების შემოტანაზე მაღალ საბაჟო გადასახადებს შემოიღებდა.