მნიშვნელოვანი სიახლეები
ფისტა ნელნელა გადაშენდება

ფისტა ნელნელა გადაშენდება

აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განგაშს ტეხს: ამ წელს ფისტას მოსავალი ორჯერ შემცირდა, რაც მსოფლიო წარმოების 20%-ს შეადგენს. ამგვარი ტემპებით ფისტა სავსებით გადაშენდება.

შეერთებული შტატები ფისტას მსოფლიო ორი უდიდესი მწარმოებლიდან  ერთ-ერთია, მაგრამ კალიფორნიაში გვალვის გამო  მისი მოსავალი ამ წელს ორჯერ შემცირდა - 100 ათასი ტონით, რაც მსოფლიო წარმოების -520 ათასი ტონის თითქმის მეხუთედია.

ამ დროს ირანშიც, რომელიც ასევე ფისტას მსხვილი მწარმოებელია, ასევე გვალვა მძვინვარებს. ამგვარად ექსპერტები ფისტას წარმოების ვარდნას კიდევ 20 ათასი ტონით ვარაუდობენ და ეს ტენდებცია გაგრძელდება.

სამწუხაროდ ფისტა ნელნელა ისეთ პროდუქტებს ემსგავსება, როგორიცაა შოკოლადი, წითელი ღვინო, ყავა და ნუში, რომელთა წარმოება ჩვენს ცხელ და მშრალ კლიმატში სულ უფრო ძნელდება.