მნიშვნელოვანი სიახლეები
ფრანგი მევენახეები ღვინის წარმოების  შემცირებას ვარაუდობენ

ფრანგი მევენახეები ღვინის წარმოების შემცირებას ვარაუდობენ

ცივი ამინდის გამო, რომელიც აპრილში საფრანგეთის მეღვინეობის რეგიონებში იდგა, ამ წელს ღვინის წარმოებას 10%-ით შეამცირებს. ამის შესხებ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.

ცივი ამინდების გამო, რომელიც მთელ გაზაფხულს და ზაფხულის ნაწილს გაგრძელდა, ამ წელს 42,9 მილიონი ჰექტოლიტრი  ღვინო იწარმოება. შარშან წარმოება 47,8 ჰექტოლიტრის დონეზე იყო. ასეთი მონაცემები მოჰყავს სამინისტროს სტატისტიკის სამსახურს.

ყველაზე უფრო დაზარალებული რეგიონი შამპანი აღმოჩნდა. აქ წარმოება მესამედით შემცირდება. რთველი შამპანში სიცივეების გამო ერთი კვირით ჩამორჩება ნორმალურ გრაფიკს.

 სტატისტიკოსების აზრით, ლუარას დაბლობის მეურნეობებში კიდევ უფრო მეტი ვარდნაა მოსალოდნელი.

როგორც ვარაუდობენ საფრანგეთს ყურძნის მოსავლით და ღვინის წარმოებით წელსაც იტალია გადაუსწრებს, რომელიც შარშან ამ დარგში მსოფლიო ლიდერი გახდა.