მნიშვნელოვანი სიახლეები
განახლებადმა ენერგეტიკამ სიმძლავრით ქვანახშირის ენერგეტიკას გაუსწრო

განახლებადმა ენერგეტიკამ სიმძლავრით ქვანახშირის ენერგეტიკას გაუსწრო

განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების სიმძლავრემ ისტორიაში პირველად ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების სიმძლავრეს გადაუსწრო.

როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო თავის მოხსენებაში იუწყება, გასულ წელს განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების სიმძლავრე 50%-ით გაიზარდა.

წელს ყოველ დღე მსოფლიოში ნახევარ მილიონამდე მზის პანელი იდგმება. მხოლოდ ჩინეთში ყოველ საათს ორი ახალი ქარის გენერატორი იწყებს მუშაობას.

 სიმძლავრის ზრდის მიუხედავად განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურები ელექტროენერგიის გამომუშავებით ჯერ კიდევ ჩამორჩებიან ქვანახშირის ელექტროსადგურებს.

 ეს იმის გამოა, რომ ამგვარ ელექტროსადგურებზე ენერგიის გამომუშავება  გარკვეულ პირობებზეა დამოკიდებული: მზის სინათლეზე და ქარის სიჩქარეზე, მაშინ როდესაც ქვანახშირის ელექტროსადგურებს დღე და ღამე შეუძლიათ მუშაობა.

განახლებადი ენერგეტიკის სიმძლავრეების სწრაფი ზრდა მზის პანელების და ენერგიის საწარმოებელი სხვა მოწყობილობების ფასების შემცირებამ განაპირობა.

 განახლებადი ენერგეტიკის დარგში მსოფლიო ლიდერად ჩინეთი გვევლინება. მის წილად  მსოფლიო ზრდის 40% მოდის.