მნიშვნელოვანი სიახლეები
გერმანიამ საბერძნეთის ვალებზე მილიონ ევროზე მეტი  „გააკეთა“(+ვიდეო)

გერმანიამ საბერძნეთის ვალებზე მილიონ ევროზე მეტი „გააკეთა“(+ვიდეო)

გერმანიამ ბერძნულ ვალებზე 1,34 მილიარდ ევროზე მეტი მოგება ნახა. ამის შესახებ გერმანული პრესა წერს, რომლებიც თავის მხრივ „მწვანეთა“ საპარლამენტო ფრაქციას ეყრდნობიან. „მწვანეთა“ დეპუტატებმა გერმანიის მთავრობაში შესაბამისი კითხვარებიც კი გააგზავნეს.

როგორც გაირკვა ამ თანხიდან 952 მილიონი - ეს ევროპული ცენტრობანკის პროგრამით  ორი წლის მანძილზე ბერძნული ობლიგაციების გამოსყიდვით მიღებული მოგებაა.

 კიდევ 393 მილიონი - კრედიტის პროცენტებია, რომელიც ათენმა გერმანიის სახელმწიფო ბანკისKfW-ს ხაზით მიიღო.

გერმანია საბერძნეთისათვის გაწეული დახმარების მიხედვით ევროპაში პირველ ადგილზეა და საფრანგეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს საბანკო ანაბრების მიხედვით.

 სწორედ ივლისში ევროჯგუფმა საბერძნეთს მორიგი ტრანში 8,5 მილიარდი ევრო გამოუყო.

გერმანელი „მწვანეები“ მიიჩნევენ, რომ მართალია კანონის გადასახედიდან  ეს ლეგალური მოგებაა, მაგრამ მორალურ-ეთიკური კუთხით გერმანიამ ეს პროცენტები საბერძნეთს უნდა დაუბრუნოს.