მნიშვნელოვანი სიახლეები
Google რეკორდულ ჯარიმას გაასაჩივრებს (+ვიდეო)

Google რეკორდულ ჯარიმას გაასაჩივრებს (+ვიდეო)

ინტერნეტ-გიგანტმა Google-მა ევროკომისიის ივნისის გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანა. სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის კომპანიას თავისუფალი კონკურენციის ნორმების დარღვევისათვის 2,4 მილიარდი ევროს ჯარიმა დააკისრეს.

 ბრიუსელი თვლის, რომ Google ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას არღვევს, როცა თავის მომსახურეობას ძებნის სიის სათავეში ათავსებს.

ეს ჯარიმა ევროპის რეგულატორის პრაქტიკაში სარეკორდოა. უფრო მეტიც, კომპანია თუ თავის პრაქტიკას გააგრძელებს მას ახალი სანქციები ელოდება.

 ევროკომისიის გადაწყვეტილებით Google-მა 28 სექტემბრამდე თავისი პრაქტიკა ნორმის ფარგლებში უნდა მოიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერნეტ-გიგანტს დედა კომპანიის - Alphabet-ის  გლობალური ყოველდღიური შემოსავლის 5%-ის ოდენობის ჯარიმა ელოდება