მნიშვნელოვანი სიახლეები
ინფლაცია ბრიტანულად: ნაკლები მოცულობა იგივე ფასად

ინფლაცია ბრიტანულად: ნაკლები მოცულობა იგივე ფასად

ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამმართველო აცხადებს, რომ ე.წ. shrinkflation შეეხო 2529 საკვებ და სამომხმარებლო პროდუქტს, მათ შორის შოკოლადს, ყავას, ხილის წვენებს და ტუალეტის ქაღალდს. ისინი ახლა უფრო „ეკონომიურ“ შეფუთვაში იყიდებიან.

მთელმა რიგმა ბრიტანელმა მწარმოებლებმა თავიანთ საქონელზე შეფუთვის შემცირება საქონლის ხარისხის გაუმჯობესებით ახსნეს.

ნაწილი კი საქონლის შეფუთვის ზომის შემცირებას „ბრეკსიტის“ გამო ნედლეულზე ფასების გაზრდით ხსნის, რასაც ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამმართველო არ ეთანხმება და უსაფუძვლოს უწოდებს.

ოფიციალური მონაცემებით ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ბრიტანეთში გაყიდვაში მყოფი ათასობით დასახელების საქონელი მოცულობაში შემცირდა, ფასი კი იგივე დარჩა.