მნიშვნელოვანი სიახლეები
ირანულ რიალს სახელს უცვლიან

ირანულ რიალს სახელს უცვლიან

ირანის ხელისუფლებამ ოთხშაბათს ეროვნული ვალუტისათვის სახელის შეცვლის საკითხი განიხილა და გადაწყვიტა რიალი თუმნით შეცვალოს. ირანულ ფულის ერთეულს თუმანი 1930-იან წლებამდე ერქვა.

 ეროვნული ვალუტისათვის სახელის შეცვლის და დენომინაციის წინადადებით ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან რუხანის ადმინისტრაცია გამოვიდა.

 რიალს სახელი შეეცვლება და თუმანი დაერქმევა -ასე ერქვა ფულად ერთეულს ირანში XVII საუკუნიდან 1932 წლამდე. ფულადი რეფორმის შემდეგ, როცა თუმანი რიალზე 1:10-ზე კურსით გადაცვალეს, ბევრი ირანელი ძველებურად ისევ სიტყვა „თუმანს“ იყენებდა და საქონლის ფასს ერთ ნოლს აკლებდა.

 ძველი სახელის აღდგენისას უკუ რეფორმას განახორციელებენ და ეროვნული ვალუტის დენომინაციას მოახდენენ. 7 დეკემბრისათვის ოფიციალური კურსით  ერთი ამერიკული დოლარი 33 ათასი რიალი ღირდა (შავ ბაზარზე 39 ათასი რიალი).

 სანამ ვალუტისათვის სახელის გადარქმევის და დევალვაციის საკითხს კონსტიტუციის დაცვის საბჭო (საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციებს ასრულებს) განიხილავს, იგი ირანის პარლამენტმა უნდა მოიწონოს.