მნიშვნელოვანი სიახლეები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შაქარზე გადასახადის შემოღებას ანდა მის გაზრდას გვთავაზობს (+ვიდეო)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შაქარზე გადასახადის შემოღებას ანდა მის გაზრდას გვთავაზობს (+ვიდეო)

ტკბილი და მავნე... მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს ეროვნულ მთავრობებს შაქარზე გადასახადები შემოიღოს ანდა გაზარდოს.

„ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ტკბილ სასმელებზე ფასის 20%-იან ზრდას გამოიწვევს, შაქარზე მოთხოვნას შეამცირებს“, - ამგვარი აზრია გატარებული სამშაბათს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში, სადაც მექსიკის მაგალითია მოყვანილი. მექსიკაში ტკბილ სასმელებზე გადასახადის 10%-ით მომატებამ შაქრის მოხმარება 6%-ით შეამცირა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 1980 წელს ზედმეტ წონიანთა რიცხვი გაორმაგდა. სადღეისოდ ზედმეტი წონა ნახევარ მილიარდ ადამიანსაწუხებს.