მნიშვნელოვანი სიახლეები
ჯორჯ კლუნიმ ტეკილას თავისი ბრენდი 1 მილიარდ დოლარად გაყიდა

ჯორჯ კლუნიმ ტეკილას თავისი ბრენდი 1 მილიარდ დოლარად გაყიდა

ჰოლივუდელ მსახიობ ჯორჯ კლუნის, რომელიც ახლახანს ტყუპის მამა გახდა, კვლავ სასიხარულოდ აქვს საქმე. ტეკილას პრემიალური ამერიკული ბრენდი Casamigos, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც კლუნია, ბრიტანულმა ალკოჰოლურმა გიგანტმა Diageo-მ 1 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.

 ხელშეკრულებას Diageo-სთან კლუნის ტყუპების გაჩენიდან რამდენიმე კვირაში მოეწერა ხელი.

ჯორჯ კლუნიმ კომპანია Casamigos 2013 წელს მეგობრებთან, რანდე ჰერბერთან და მაიკ მელდმანთაბ ერთად დააარსა.

 მისი სიტყვებით ბრენდი Casamigos (ესპანურიდან - „მეგობრების სახლი“) ტეკილასთან ერთად  გატარებული საღამოს შემდეგ შეიქმნა.

 Diageo-ს სურს Casamigos-ი საერთაშორისო ბრენდათ აქციოს.

ჯორჯ კლუნიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის და მისი მეგობრები „Casamigos-ს ნაწილად რჩებიან და მის დალევაზე უარს არ ამბობენ“.