მნიშვნელოვანი სიახლეები
კლიმატის ცვლილება ფრანგულ მეღვინეობას ემუქრება

კლიმატის ცვლილება ფრანგულ მეღვინეობას ემუქრება

კლიმატის  ცვლილება საფრანგეთის ვენახებს საფრთხეს უქმნის.

ვენახების მფლობელებს ან სხვა რეგიონებში გადასვლა, ანდა სულაც საქმიანობის შეცვლა მოუწევთ.

1980 წლიდან კლიმატური პირობები შამპანში, ბურგუნდიასა და ბორდოში შეიცვალა, რამაც გავლენა იქონია ყურძნის მოსავლის ხარისხზე, ასეთ დასკვნამდე ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ.

ერთი შეხედვით ცვლილებები რადიკალური არაა, მაგრამ უკვე შესამჩნევია, რომ მოსავალს 1980 წელთან შედარებით ორი კვირით ადრე იღებენ.

 უკანასკნელ წლებში მეღვინეობის რაიონებში რეკორდულად მაღალი მოსავალი მოვიდა, მაგრამ ტემპერატურის მატება თუ ასე გაგრძელდა, მაშინ შემდგომი ცვლილებები ნაკლებ სასიხარულო იქნება.

 ბურგუნდიაში პინო–ნუარი ანდა ბორდოში მერლოს ჯიშის ვაზი უკვე ვეღარ შეძლებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებას. ყველაზე უკეთესი პირობები შარდონესთვის ინგლისის სამხრეთში იქნება – ეს რეგიონი ახალი შამპანი გახდება.

 ბევრ ქვეყანაში კლიმატის ცვლილებების გამო წარმოება სხვა რეგიონებში გადაიტანეს. საფრანგეთში ამის გაკეთება ძნელი იქნება ღვინის სახეობების გეოგრაფიაზე მიბმის გამო.