მოდური ტანსაცმლისა და ჩანთების მწარმოებელმა Michael Kors Holdings-მა ბრიტანული ელიტური ფეხსაცმლის ბრენდი Jimmy Choo შეიძინა. გარიგებას 896 მილიონ გირვანქად (1,1 მილიარდი დოლარი) აფასებენ.
Jimmy Choo-მ მყიდველის ძებნა ამა წლის აპრილში დაიწყო. ბოლო წლებში კომპანიის გაყიდვები საგრძნობლად იყო შემცირებული.
გარიგების პირობებით ბრიტანული ბრენდი Michael Kors-ის ქვედანაყოფად იქცევა.
„ჩვენJimmy Choo გლამურული სტილი და დიზაინი მოგვწონს. ჩვენ ველით Jimmy Choo-ს ჩვენ ელიტურ ჯგუფთან შეერთებას“, - განაცხადა Michael Kors Holdings-ის დამფუძნებელმა და მფლობელმა მაიკლ კორსმა.
ბრიტანული ბრენდის გაყიდვის გეგმა Jimmy Choo-ს მთავარმა აქციონერმა კომპანია JAB Holdings-მაც მოიწონა.