მნიშვნელოვანი სიახლეები
ლიტვამ ამერიკული გაზი მიიღო (+ვიდეო)

ლიტვამ ამერიკული გაზი მიიღო (+ვიდეო)

ლიტვაში ამერიკული თხევადი ბუნებრივი გაზის პირველი პარტია მიიღეს.  ეს გაზი მიმდინარე წლის ივნისში ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანია  „შენიესთან“ მიღწეული შეთანხმების შედეგად მიიღეს. კლაიპედას ნავსადგურში მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა 140 ათასი კუბურიმეტრი გაზი ჩაიტანა. სექტემბრის შუა რიცხვებში გაზის მეორე პარტიას ელოდებიან. ამერიკული გაზი ლატვიის მიწისქვეშა ინჩუკალინის გაზსაცავში შეინახება.

ლიტვის ენერგეტიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ აშშ-დან გაზის მოწოდება ლიტველი მომხმარებლისათვის გაზის ფასს შეამცირებს და  ქვეყნის და მთლიანად ბალტიის რეგიონის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას გაზრდის. ლიტვა ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ამერიკული თხევადი გაზი მიიღო. აქამდე კლაიპედას ტერმინალი თხევად გაზს ნორვეგიიდან, ნიგერიიდან და ტრინიდადი და ტობაგოდან იღებდა.