მნიშვნელოვანი სიახლეები
მავნე გამონაბოლქვის შესახებ სკანდალის გამო Renault-ს აქციები ეცემა

მავნე გამონაბოლქვის შესახებ სკანდალის გამო Renault-ს აქციები ეცემა

პარიზის საფონდო ბირჯაზე საავტომობილო კონცერნ Renault-ს აქციების ფასი დაეცა. ფასების ეს ვარდნა მავნე გამონაბოლქვების შესახებ საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია.

საფრანგეთის ხელისუფლება კომპანიას დიზელის ძრავებზე ტესტების გაყალბებაში ადანაშაულებს. საგამოძიებო კომისიის განცხადებით, შესაძლო სიცრუემ „ადამიანებზე და ცხოველებზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს“.

გამომძიებლებს ეჭვი აქვთ, რომ Renault-ს ზოგიერთ ავტომობილზე ფილტრაციის სისტემა სათანადოთ მხოლოდ სატესტო გამოცდებისას მუშაობს.

 Renault-ს წარმომადგენლები უარყოფენ ბრალდებას  და აცხადებენ, რომ ფრანგულ და ევროპულ კანონმდებლობას ეკოლოგიის დარგში ყოველთვის მთლიანად იცავდნენ.

უფრო ადრე ანალოგიურ სკანდალში გერმანული კონცერნი Volkswagen აღმოჩნდა. მათ ამერიკის ხელისუფლებას ჯარიმის სახით 4,3 მილიარდი დოლარი გადაუხადეს. ხუთშაბათს ეკოლოგიური კანონდარღვევის ბრალდება უკვე ამერიკულ-იტალიურ კონცერნ Fiat Chrysler-ს წარუდგინეს.