მნიშვნელოვანი სიახლეები
მცურავი ელექტროსადგური (+ვიდეო)

მცურავი ელექტროსადგური (+ვიდეო)

ლონდონის ახლოს მალე ევროპაში უდიდესი მცურავი მზის ელექტროსადგური გაჩნდება. წყალსატევის ზედაპირზე, რომელიც მმართველი მონარქის სახელს ატარებს, მზის ელექტროსადგურის დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს. როგორც ინჟინრები ვარაუდობენ მიღებული ელექტროენერგია სინათლითა და სითბოთი ბრიტანეთის ერთ–ერთ ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონს მოამარაგებს. ამას გარდა იგი იქვე მყოფ გამწმენდ დანადგარებსაც აამუშავებს.

 ანგუს ბერი “Thames Water”–იდან: „ელექტროენერგიას ჩვენ მივიღებთ მხოლოდ მაშინ, როცა მზეა, გამწმენდი ნაგებობები კი დღედაღამე მუშაობენ, ამიტომაც ჩვენ ენერგიის სხვა წყაროებიც დაგვჭირდება. აღდგენადი და არააღდგენადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის უწყვეტი მიღება არის ჩვენი შემდგომი სტრატეგიის ნაწილი“.

ელექტროგენერირებადი დანადგარი 61 000 ტივტივასაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები. წყლის ზედაპირზე უძრავად მათ 177 ღუზა ამაგრებთ. ფოტოელემენტების საპროექტო სიმძლავრე 6,3 მეგავატია. წყლის  დაბალი ტემპერატურის გამო ასეთი მოწყობილობების ტექნიკური მომსახურეობა შედარებით იაფი ჯდება.

 ნიკ ბოილი: „ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა – ელექტრული აკომულატორების ბატარეა ეფექტურია, როცა ისინი ცივდებიან. ასე რომ წყალსატევი ამ შემთხვევაში მოქმედებს, როგორც ბუნებრივი გამაციებელი, რომელიც დამატებით ხარჯებს და ენერგიას არ მოითხოვს“.

გასულ წელს 45 500 კვადრატულ მეტრზე გადაშლილი მზის ელექტროსადგური ჩააყენეს მწყობრში, რომელიც  Godley–ს წყალსაცავზე მდებარეობს. მანამდე კი ევროპაში წყალსაცავზე აგებულ ყველაზე დიდ  მზის ელექტროსადგურად Wargrave–ზე აგებული ელექტროსადგური ითვლება, რომელმაც მუშაობა 2014 წელს დაიწყო.