მნიშვნელოვანი სიახლეები
მოლაპარაკებებიi Air Berlin-ის გაყიდვის შესახებ დაიწყო (+ვიდეო)

მოლაპარაკებებიi Air Berlin-ის გაყიდვის შესახებ დაიწყო (+ვიდეო)

გერმანიაში კომპანია Air Berlin, რომელმაც ამ დღეებში გაკოტრების შესახებ განაცხადა, ავიაგადამზიდავებთან თავისი ქვედანაყოფების გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. Air Berlin-ის ხელმძღვანელის თომას ვინკელმანის განცხადებით, ყველა სამუშაო ადგილის შენარჩუნება ვერ მოხერხდება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით Air Berlin-ის მიმართ ინტერესს კომპანიები Lufthansa, Easy Jet და Concorde გამოთქვამენ.

 პრესის ინფორმაციით, Lufthansa ხელისუფლების ხელშეწყობით გაკოტრებული კონკურენტის  140-დან 90 თვითმფრინავის შეძენას გეგმავს. ამას გარდა, მასვე სურს Air Berlin-ის შვილობილი კომპანიის - ავიაკომპანია Niki-ს შეძენა, რომელიც ძირითადათ ტურისტულ მარშრუტებს ემსახურება.

 Air Berlin-მა გადაწყვეტილება გაკოტრების შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანიის მთავარმა აქციონერმა- Etihad Airways - უარი განაცხადა წამგებიანი ავიაგადამზიდავის ფინანსირებაზე.  იმისათვის, რათა Air Berlin-ის მუშაობა შვებულებების პერიოდში უზრუნველეყო, გერმანიის ხელისუფლებას მისთვის 150 მილიონი ევროს კრედიტის გამოყოფა მოუწია.

 ერთი დღით ადრე ავიაკომპანია Ryanair-მა გერმანულ და ევროპულ ანტიმონოპოლიურ უწყებებში ამ კრედიტის გამო საჩივარი შეიტანა. მისი აზრით სახელმწიფო გარანტიით კრედიტის აღება „წინასწარ შეთქმულებას“ ჰგავს. გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ ეს ბრალდება უარჰყო.