მნიშვნელოვანი სიახლეები
მსოფლიოს ყველაზე სარფიანი ვალუტა გამოცხადდა

მსოფლიოს ყველაზე სარფიანი ვალუტა გამოცხადდა

ზამბიურმა კვაჩამ  Bloomberg-ის  ექსპერტების  დასკვნით  2016  წელს  ზრდის ტემპით მსოფლიოს დანარჩენ 150 ვალუტას გაუსწრო.

ზამბიური ვალუტის ფასი დოლართან მიმართებაში წლის დასაწყისიდან 19,9%-ით გაიზარდა (შედარებისათვის, ოქრო მხოლოდ 16,3%-ით გაძვირდა). ეს პირველ რიგში მსოფლიოში სპილენძის გაძვირების გამო მოხდა. ზამბიას სპილენძის საბადოების მარაგით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია.

 წინა წელს ზამბიური კვაჩა 42%-ით გაუფასურდა. ვარდნა ძლიერი ენერგეტიკული კრიზისით იყო გამოწვეული. მაგრამ იანვრის შუა რიცხვებში სპილენძის ფასმა შვიდწლიან მინიმუმს მიაღწია, რის შემდეგაც  ზრდა დაიწყო. ზოგიერთმა ზამბიურმა ბანკმა  დოლარი ეროვნული ვალუტაზე გადაცვალა, ხოლო ეროვნულმა ბანკმა კვაჩას კურსი დაარეგულირა, რამაც მის შემდგომ გამყარებას შეუწყო ხელი.

"მოკლევადიან პერიოდში ჩვენ ვალუტის კიდევ უფრო გამყარების პერსპექტივას ვხედავთ, მაგრამ გვალვა და ელექტროენერგიის სიმცირე ჯერ კიდევ გვიქმნის საფრთხეს", - განაცხადა სტრატეგიულმა ექსპერტმა ნევილ მანდიმიკამ.