მნიშვნელოვანი სიახლეები
მსოფლიოში ღვინის წარმოება შემცირდა (OIV-ის ანგარიში) (+ვიდეო)

მსოფლიოში ღვინის წარმოება შემცირდა (OIV-ის ანგარიში) (+ვიდეო)

მსოფლიოში გასულ წელს ღვინის წარმოება თითქმის 3%-ით შემცირდა. ეს კლიმატის ცვლილებებით არის გამოწვეული. ამის შესახებ მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ანგარიშის მონაცემებიდან ირკვევა. ეს ორგანიზაცია მსოფლიოს 36 ქვეყანას აერთიანებს. ყველაზე მეტად შემცირება აღინიშნა საფრანგეთში, არგენტინაში, ბრაზილიასა და უნგრეთში.

 იტალიას მსოფლიოში ღვინის ყველაზე დიდ მწარმოებელთა ხუთეულში უჭირავს ადგილი. იმავდროულად ჩინეთში ვენახების ფართობი გაიზარდა და იგი ამ მაჩვენებლით ესპანეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. იმავე დროს თურქეთსა და პორტუგალიაში 2016 წელს ვენახების ფართობები შემცირდა.

 იმავე ანგარიშიდან ირკვევა, რომ ფულად გამოსახულებაში გაყიდვებმა 2%-ით მოიმატა და 29 მილიარდი ევრო შეადგინა. სამაგიეროდ დაიკლო რაოდენობრივმა მაჩვენებელმა - 1,2%-ით.

გასული სეზონის მაჩვენებლებით დაილია 32 მილიარდი სტანდარტული ბოთლი ღვინო - დაახლოებით 242 ჰექტოლიტრი. ყველაზე მეტი დალიეს აშშ-ში. საფრანგეთსა და ესპანეთში მოხმარების მაჩვენებელი არ შეცვლილა. უნგრეთში, არგენტინასა და რუმინეთში კი ღვინის მოხმარებამ იკლო.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ვენახები არის ესპანეთში, ჩინეთში, საფრანგეთში, იტალიასა და თურქეთში.