მნიშვნელოვანი სიახლეები
ნიდერლანდებმა მთელი რკინიგზა ქარის ენერგიაზე გადაიყვანა

ნიდერლანდებმა მთელი რკინიგზა ქარის ენერგიაზე გადაიყვანა

გასულ წელს ქარის ენერგეტიკა ნიდრლანდებში მატარებელთა 75%-ის მუშაობას უზრუნველყოფდა. 2017 წლის 1 იანვრიდან კი  ისინი ქარის ენერგიით უკვე 100%-ით მარაგდებიან.

2015 წელს ნიდერლანდების უმსხვილესმა  სარკინიგზო გადამზიდავმა კომპანია Nederlandse Spoorwegen-მა ხელშეკრულება გააფორმა ენერგეტიკულ კომპანია Eneco-სთან. თანამშრომლობის მიზანი ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების რაოდენობის შემცირება იყო.

გეგმა 2018 წლისათვის დიზელის საწვავზე მომუშავე ყველა მატარებლის ენერგიის განახლებად წყაროებზე გადაყვანას ითვალისწინებდა. ორი წლის განმავლობაში ამოცანა მატარებელთა 75%-ის მიმართ გადაწყდა, ხოლო 2017 წლისათვის Nederlandse Spoorwegen-ის მთელი მოძრავი შემადგენლობა ქარის ენერგიაზე იმუშავებს.

ეს ნიდერლანდებში, ბელგიასა და სკანდინავიაში  ახალი ქარის ელექტროსადგურების აქტიური მშენებლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. მათი გაერთიანებული ქსელი  მატარებლებს უქარო ამინდშიც კი ენერგიით უზრუნველყოფს.

 ნიდერლანდებში დღეისათვის 2200 ქარის ტურბინა დგას, რომელიც ენერგიით 2,4 მილიონ ოჯახს ამარაგებს. 2014 წლისათვის ენერგიის განახლებად წყაროებზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 4% მოდიოდა. 2023 წლისათვის მისი მოცულობა 16%-მდე გაიზრდება.