მნიშვნელოვანი სიახლეები
Pfizer-მა განაცხადა, რომ კიბოს წამლის უდიდეს მწარმოებელს ყიდულობს

Pfizer-მა განაცხადა, რომ კიბოს წამლის უდიდეს მწარმოებელს ყიდულობს

ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა განაცხადა, რომ 14 მილიარდ დოლარად დამოუკიდებელ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Medivation-ს ყიდულობს. ეს კომპანია ონკოლოგიური პრეპარატების ერთ-ერთი  წამყვანი მწარმოებელია.

როგორც საქმიანი წრეები იუწყებიან კონტრაქტი Medivation-ის თითო აქციის საბაზრო ღირებულებაზე 21%-ით უფრო ძვირად შეძენას გულისხმობს. ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭოებმა მოიწონეს ეს ხელშეკრულება.

 აქამდე ეს ფირმა დამოუკიდებელ ბიოტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ყველაზე უფრო მომზიდველ აქტივად ითვლებოდა.

 კერძოდ Medivation-ს ეკუთვნოდა წინამდებარე ჯირყვლის კიბოს სამკურნალო პრეპარატი Xtandi, რომლის გაყიდვასაც კომპანიისათვის წელიწადში 2 მილიარდი დოლარი მოჰქონდა.

 Pfizer-ში მიიჩნევენ, რომ ეს შენაძენი უკვე წლის ბოლოსათვის  კომპანიის ანგარიშებში დადებითად აისახება. ანალიტიკოსების აზრით პროსტატის კიბოს წამალი კარგად შეეხამება მკერდის კიბოს წამალს Ibrance-ს და Pfizer-ის პროდუქტების ხაზში სათანადო ადგილს დაიკავებს.

 სადღეისოდ Medivation წინამდებარე ჯირყვლის კიბოს კიდევ ერთ წამალს უშვებს - ენზალიუტამიდს, რომელიც დაავადების ბოლო სტადიებზე გამოიყენება. კომპანია ასევე  მუშაობს პრეპარატზე სახელად ტალაზოპარიბი, რომელიც ასევე მკერდის კიბოს საწინააღმდეგო იქნება.