მნიშვნელოვანი სიახლეები
Porsche ელექტროავტომობილის პროექტისათვის პერსონალის დაქირავებას იწყებს (+ვიდეო)

Porsche ელექტროავტომობილის პროექტისათვის პერსონალის დაქირავებას იწყებს (+ვიდეო)

ლუქს კლასის სპორტული ავტომობილების გერმანელი მწარმოებელი Porsche თავისი პირველი ელექტროავტომობილისათვის 1400 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას აპირებს. აქედან 1200 თანამშრომელი მხოლოდ შტუტჰარტში მშენებარი ქარხნისთვის და აკუმულიატორების წარმოებისათვის არის საჭირო. ადრე კომპანია, მხოლოდ 1000 სამუშაო ადგილის შექმნას აპირებდა.

თავის მომავალ ელექტრომობილს Porsche–მ პირობითათ Mission E უწოდა. პროტოტიპი გასულ წელს ფრანკფურტის ავტოსალონზე ანახეს. იგი ბაზარზე 2020 წელს გამოვა. ანალიტიკოსები მას Tesla S–ის ბუნებრივ კონკურენტს უწოდებენ, რომელიც ბაზარზე  2017 წელს გამოვა.