მნიშვნელოვანი სიახლეები
როუმინგზე ევროპული ტარიფები ჯერ შემცირდება და შემდეგ გაქრება (+ვიდეო)

როუმინგზე ევროპული ტარიფები ჯერ შემცირდება და შემდეგ გაქრება (+ვიდეო)

30 აპრილის შემდეგ როუმინგზე ევროპული ტარიფები საბოლოოდ შემცირდება და შემდეგ მომავალი წლის ივნისში საერთოდ გაქრება. როგორც საპროფილე  ევროკომისარმა  ანდრუს ანსიპმა ახსნა, ბრიუსელის მიზანია არა მხოლოდ შეუმციროს ევროპელებს ხარჯები, არამედ საერთო ევროპულ ციფრულ ბაზარს ბოლო ზღუდე მოუხსნას.

 ამგვარად ევროკავშირის სხვა ქვეყანასთან მობილური საუბრის გადასახადი არ შეიძლება აღემატებოდეს 5 ევროცენტს წუთზე. იგივე ფასი ექნება მეგაბაიტ ინფორმაციას. SMS–ის მაქსიმალური ღირებულება 2 ევროცენტს შეადგენს, რაც დღევანდელ ფასებზე 3–4–ჯერ ნაკლებია. 

შეთანხმება იმის შესახებ, რომ ევროპელები 2017 წლის ზაფხულიდან საზღვარგარეთ ზარებზე იმდენივეს გადაიხდიან, რამდენიც შიდა ზარები ღირს, 2015 წელს იქნა მიღწეული. ევროკომისიამ ახლა უნდა თვალი მიადევნოს, რომ მობილური კავშირის ოპერატორებმა შეასრულონეს მოთხოვნა. როგორც მომხმარებელთა უფლებების  დაცვის  ევროპული ასოციაცია  აცხადებს,  სატელეფონო კავშირის და ინფორმაციის გაცვლის ხარჯები ევროპელის ბიუჯეტის დიდ ნაწილს შეადგენს. როუმინგის გაუქმებამდე  ევროკომისია  wifi–ს მოხმარების რეკომენდაციით გამოდის.